პრესქული - წინასასკოლო მოსამზადებელი ჯგუფი

რა არის პრე-სქული? 

თავისუფალ სკოლაში არსებობს პრესქული, სადაც ბავშვები  ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში სწავლისთვის ემზადებიან. 

რა ასაკის ბავშვები ირიცხებიან პრე-სქულში? 

პრე-სქულში ირიცხებიან 4-5 წლის პატარები. 

ვინ ხელმძღვანელობს პრე-სქულს? 

ბავშვების აღზრდასა და განვითარებაზე მაღალკვალიფიციური, მოტივირებული და გამოცდილი პედაგოგები და აღმზრდელები ზრუნავენ. 

აქტივობები პრე-სქულში

პრესქულში აღზრდისა და განათლების პროცესები სკოლამდელი განათლების საერთაშორისო გამოცდილებას და საუკეთესო ტრადიციებს ეყრდნობა. ისევე, როგორც ამას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის 2011 წელს UNICEF-ის მხარდაჭერით მომზადებული „სკოლამდელი განათლების პროგრამა“ განსაზღვრავს, თბილისის თავისუფალი სკოლის 0 კლასიც განვითარების 5 სფეროს მოიცავს: 

  • მეტყველება
  • მოსწავლედ ჩამოყალიბება
  • ფიზიკურ განვითარება
  • სამყაროს აღმოჩენა
  • ხელოვნება

მოსწავლეები ასევე დაკავდებიან სპორტული და შემოქმედებითი აქტივობებით: ცეკვა, დრამა, ხატვა, ძერწვა, სპორტი. აქტივობებს აღსაზრდელები ფსიქოლოგისა და ლოგოპედის მუდმივი დაკვირვების ქვეშ განახორციელებენ. 

პრესქულში ბავშვები დარჩებიან 09:00-დან 17:00-მდე. ცალკე შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია ბავშვის ადრე მოყვანა და გვიან წაყვანა. 

პრესქულის გადასახადის მოცულობა წელიწადში 8400 ლარია. 

გადასახადის ოდენობა იგივე რჩება თბილისის თავისუფალ სკოლაში სწავლის გაგრძელების შემთხვევაშიც და ვრცელდება სკოლაში ყოფნის მთელ პერიოდზე. 

სკოლაში ოჯახიდან მეორე ბავშვის ჩარიცხვის შემთხვევაში ორივე ბავშვის გადასახადი 10%-ით მცირდება. 

საგნების საფუძვლები, რომლებსაც ბავშვები პრესქულში დაეუფლებიან, მოცემულია თანდართულ ცხრილში;

ცხრილი

 


საზაფხულო პრე-სქული

საზაფხულო არდადეგების პერიოდში კი პრესქული მსურველებს სთავაზობს მუშაობის საზაფხულო რეჟიმს, რაც გულისხობს სკოლაში 9:00-დან 18:00 საათამდე ყოფნას, სუფთა ჰაერზე თამაშებს, სხვადასხვა შემეცნებით აქტივობებს და სამჯერად კვებას. 


ღირებულება - 195 ლარი კვირაში.