თბილისის თავისუფალი სკოლა

თბილისის თავისუფალი სკოლა შეიქმნა 2018 წელს და  სექტემბერში პირველად მიიღებს პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეებს. მომდევნო წლიდან კი სკოლა მიიღებს მაღალკლასელებსაც.

თბილისის თავისუფალ სკოლაში ასევე შეიქმნა პრესქული, სკოლამდელი აღზრდის პროგრამა, სადაც მოსწავლეებს მოამზადებენ სკოლისთვის.

სკოლის შექმნის იდეა რეალობად აქციეს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების სკოლის დეკანმა - ამირან ამბროლაძემ, ალეკო მოსიძემ, შოთა ღვინეფაძემ და თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდმა.

სკოლის მიზანია ქართველ მოსწავლეებს შესთავაზოს ხარისხიანი განათლება, მისცეს მათ მყარი საფუძველი წარმატებულ, კონკურენტუნარიან პროფესიონალებად ჩამოყალიბებისთვის.

თავისუფალ სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პროგრამირების, მათემატიკის, ქართული ლიტერატურისა და ინგლისური ენის  შესწავლას.

კლასში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა იქნება 18, ხოლო გაძლიერებულ კლასებში -12 მოსწავლე.

თავისუფალ სკოლას ხელმძღვანელობენ  დასავლეთის წამყვან უნივერსიტეეტბში გამოცდილი კადრები. სკოლა დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური, მოტივირებული პედაგოგებით.

თავისუფალ სკოლას ასევე ჰყავს  ფსიქოლოგთა გუნდი, რომლებიც მოსწავლეებს გაუმარტივებენ სწავლის პროცესს და დაეხმარებიან მათ ემოციური და სტრესული ბარიერების გადალახვაში.

სკოლა მდებარეობს ქალაქის ხმაურისგან მოშორებით, სუფთა და მწვანე გარემოში, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში. სკოლა აღჭურვილია ყველა საჭირო სასკოლო ინვენტარით. დამატებით, მოსწავლეებს საშუალება ექნებათ გამოიყენონ კამპუსის ნებისმიერი რესურსი: ლაბორატორიები, ბიბლიოთეკები, მუზეუმი, კულინარიის აკადემია.

თავისუფალი სკოლის ადმინისტრაცია წარმატებებს უსურვებს მოსწავლეებს და მოუთმენლად ელის მათთან შეხვედრას!