18 ივნისი, 2018 სიახლეები

ფრესქული - წინასასკოლო მოსამზადებელი ჯგუფი

რა არის ფრესქული? 

თავისუფალ სკოლაში არსებობს ფრესქული, სადაც ბავშვები  ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში სწავლისთვის ემზადებიან. 

რა ასაკის ბავშვები ირიცხებიან ფრესქულში? 

პრე-სქულში ირიცხებიან 4-5 წლის პატარები. 

ვინ ხელმძღვანელობს ფრესქულს? 

ბავშვების აღზრდასა და განვითარებაზე მაღალკვალიფიციური, მოტივირებული და გამოცდილი პედაგოგები და აღმზრდელები ზრუნავენ. 

აქტივობები ფრესქულში

პრესქულში აღზრდისა და განათლების პროცესები სკოლამდელი განათლების საერთაშორისო გამოცდილებას და საუკეთესო ტრადიციებს ეყრდნობა. ისევე, როგორც ამას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის 2011 წელს UNICEF-ის მხარდაჭერით მომზადებული „სკოლამდელი განათლების პროგრამა“ განსაზღვრავს, თბილისის თავისუფალი სკოლის 0 კლასიც განვითარების 5 სფეროს მოიცავს: 

  • მეტყველება
  • მოსწავლედ ჩამოყალიბება
  • ფიზიკურ განვითარება
  • სამყაროს აღმოჩენა
  • ხელოვნება

მოსწავლეები ასევე დაკავდებიან სპორტული და შემოქმედებითი აქტივობებით: ცეკვა, დრამა, ხატვა, ძერწვა, სპორტი. აქტივობებს აღსაზრდელები ფსიქოლოგისა და ლოგოპედის მუდმივი დაკვირვების ქვეშ განახორციელებენ. 

ფრესქულში ბავშვები დარჩებიან 09:00-დან 17:00-მდე. ცალკე შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია ბავშვის ადრე მოყვანა და გვიან წაყვანა. 

ფრესქულის გადასახადის მოცულობა წელიწადში 8900 ლარია. 

სკოლაში ოჯახიდან მეორე ბავშვის ჩარიცხვის შემთხვევაში ორივე ბავშვის გადასახადი 10%-ით მცირდება. 

საგნების საფუძვლები, რომლებსაც ბავშვები ფრესქულში დაეუფლებიან, მოცემულია თანდართულ ცხრილში;

image

2020-2021 სასწავლო წლისთვის სასკოლო მომზადების ჯგუფში დასარეგისტრირებლად მიჰყევით ბმულს: https://forms.gle/GE6P59nvzZyw3rEv9