კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსი

 

თბილისის თავისუფალი სკოლა მდებარეობს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში, რომელიც აერთიანებს საქართველოს საუკეთესო უნივერსიტეტებს: თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტს და საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს. ორივე უნივერსიტეტის მფლობელია ცოდნის ფონდი, საქველმოქმედო, არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ყოველწლიურად უმსხვილეს ინვესტიციას დებს ახალგაზრდების განათლებაში.

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებელია კახა ბენდუქიძე, საქართველოს განათლებისა და თანამედროვე სახელმწიფოს ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა.

საქართველოს უნივერსიტეტების რეიტინგში თავისუფალი უნივერსიტეტი ზედიზედ მე-8 წელია ინარჩუნებს პირველობას. მეორე ადგილს კი აგრარული უნივერსიტეტი იკავებს. კამპუსი სრულად აღჭურვილია ყველა საჭირო საგანმანათლებლო ინვენტარით, ასევე აქვს სპორტული დარბაზი, მუზეუმი - დენდროლოგიური, ანატომიური, პათანატომიური და ნიადაგების განყოფილებებით, დიდი და პატარა ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზები. კამპუსი ასევე მოიცავს კულინარიის აკადემიასა და ვეტერინარიის კლინიკას. თბილისის თავისუფალი სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ უნივერსიტეტის რესურსებითაც.

მდებარეობა: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი #240;

დამფუძნებელი: კახა ბენდუქიძე

მფლობელი: ცოდნის ფონდი

უნივერსიტეტები: თბილისის თავისუფალი და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტები

კამპუსის მუზეუმი

ტური კამპუსში

საკონტაქტო ინფორმაცია

მარშრუტი