კლუბები თავისუფალი უნივერსიტეტის ბაზაზე

ვაზი და ღვინო – კლუბის მიზანია მევენახეობისა და მეღვინეობის საკითხებით დაინტერესებული მოსწავლეების გაერთიანება და მათი ცოდნის გაღრმავება ამ მიმართულებით. მიზნის მისაღწევად კლუბი გამოიყენებს აგრარული უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ ვენახს, მეღვინეობის შესწავლის მატერიალურ რესურსებს და ინტელექტუალურ პოტენციალს.

ჩინური ენა - ჩინური ენის შემსწავლელთა კლუბი თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუციუსის ინსტიტუტის ბაზაზე უნივერსიტეტის რესურსების გამოყენებით

ცხოველების მოყვარულთა – აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარიის სკოლის ბაზაზეშექმნილი კლუბი, სადაც მოსწავლეებს შეეძლებათ ცოდნის გაღრმავება ცხოველთა სამყაროს, შინაური ცხოველების მოვლისა და მათთან ურთიერთობის წესების შესახებ.

კულინარია – აგრარული უნივერსიტეტის კულინარული აკადემიის ბაზაზე მოქმედი კლუბი, სადაც მოსწავლეები დაეუფლებიან სხვადასხვა საკვების მომზადების ტექნიკას, კულინარიის ზოგად წესებს და მიიღებენ ცოდნას მსოფლიოს ხალხთა სამზარეულოს თავისებურებების სესახებ.