რატომ თავისუფალი სკოლა

რატომ თავისუფალი სკოლა? პასუხი მარტივია. 

განათლების ხარისხი - თავისუფალ სკოლაში მოსწავლეები მიიღებენ ხარისხიან განათლებას, გაძლიერებულად შეისწავლიან მათემატიკასა და ინფორმატიკას, ასევე ქართულსა და ინგლისურ ენებს. ქართველ პედაგოგებთან ერთად მოსწავლეებს ინგლისურს native speaker-იც შეასწავლის. მასთან კომუნიკაციით ბავშვებს ენის ათვისება, სიტყვების სწორად გამოთქმა და წინადადებების გრამატიკულად გამართვა გაუიოლდებათ და დახვეწავენ როგორც სალაპარაკო, ასევე მოსმენის უნარებს.

პროფესიონალთა გუნდი - თბილისის თავისუფალ სკოლას ხელმძღვანელობენ გამოცდილი პროფესიონალები, რომლებმაც ერთხელ უკვე შექმნეს საქართველოს განათლების სისტემაში საუკეთესო ფაკულტეტი -  თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების სკოლა. ეს ის გუნდია, რომელიც ქმნის წარმატებულ, მოთხოვნად, საჭიროებას მორგებულ პროდუქტს და ხელს უწყობს ახალგაზრდების განვითარებას.

სუფთა და ჯანსაღი გარემო - თბილისის თავისუფალი სკოლა მდებარეობს თბილისის თავისუფალი და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტების კამპუსის ტერიტორიაზე, ქალაქის ხმაურისა და ბუღისაგან მოშორებით. მოსწავლეები დღის უმეტეს ნაწილს ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში ატარებენ. სკოლა სრულად არის აღჭურვილი ყველა საჭირო სასკოლო ინვენტარით. მოსწავლეებს შეუძლიათ კამპუსის რესურსებითაც ისარგებლონ.

მომავლის პერსპექტივა - მაღალ კლასებში მოსწავლეები უფრო მარტივად მიიღებენ გადაწყვეტილებას პროფესიის არჩევასთან დაკავშირებით. სტუდენტებზე დაკვირვებით, სხვადასხვა პროფესიების გაცნობით და უნივერსიტეტთან სიახლოვით ისინი მარტივად მიხვდებიან, თუ რისი კეთება უნდათ სამომავლოდ.