საგნობრივი კლუბები

საოლიმპიადო მათემატიკა - კლუბი იქმნება მათემატიკის ღრმად შესწავლის სურვილის მქონე მოსწავლეებისათვის და მისი მიზანია ძირითად სასწავლო პროგრამაზე რთულ და მათემატიკის სხვადასხვა დონის ოლიმპიადებზე გამოტანილ ამოცანებზე მუშაობა.

სარეკომენდაციო მათემატიკა – კლუბი იქმნება იმ მოსწავლებისათვის, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზით ჩამორჩნენ მათემატიკის სასწავლო პროგრამას და დამატებით მომზადებას საჭიროებენ მასალის წარმატებით დასაძლევად.

ლიტერატურული - კლუბი მხატვრული ლიტერატურის მოყვარული მოსწავლეებისთვის იქმნება და მისი მიზანია ამგვარი ინტერესის მქონე ახალგაზრდების დაახლობა, უკეთ გაცნობა, მწერლებთან შეხვედრა, მხატვრული ნაწარმოებების ერთობლივი განხილვა და სხვა ლიტერატურული აქტივობების ორგანიზება.