შაბათის სკოლა

თბილისის თავისუფალი სკოლა აცხადებს I-XII კლასის მოსწავლეთა მიღებას შაბათის სკოლაში შემდეგი სამი მიმართულებით: 

  • მათემატიკა და ლოგიკა (I-XI კლასები)
  • პროგრამირება და რობოტიკა (I-XII კლასები)
  • ინგლისური და Native Speaker  (I-XI კლასები)

მეცადინეობა თითოეული მიმართულებით შედგება სამი 45-წუთიანი გაკვეთილისაგან.
ერთი მიმართულებით სწავლის წლიური ღირებულებაა 880 ლარი.
ორი მიმართულების არჩევის შემთხვევაში, ასევე, დედმამიშვილების შემთხვევაში მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება.
მეცადინეობები დაიწყება 28 სექტემბრიდან.

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 598 99 33 99.

რეგისტრაციისათვის მიჰყევით ბმულს.