შემოქმედებითი და სპორტული აქტივობების კლუბები

სპორტული და ხალხური ცეკვების საუკეთესო პედაგოგები ასწავლიან ამ კლუბებში გაერთიანებულ ახალგაზრდებს

- სამეჯლისო ცეკვებს

- ქართულ ცეკვებს

- სპორტულ ცეკვებს

- აერობიკას

ამ კლუბების ბაზაზე მოეწყობა საჩვენებელი გამოსვლები და კონკურსები.

სპორტული აქტივობების კლუბებში შესაბამის დარგში მუშაობის გამოცდილების მქონე და სპორტული ტიტულების მფლობელი მწვრთნელები შეასწავლიან კლუბებში გაერთიანებულ ახალგაზრდებს სპორტის ისეთ სახეობებს, როგორიცაა

- აღმოსავლური ორთაბრძოლები

- ჭადრაკი

- მაგიდის ჩოგბურთი

ხელოვნების კლუბები:

- სახვითი ხელოვნება - კლუბში მოსწავლეები გაივლიან ხატვისა და ძერწვის კურსებს, რაც შემოქმედებით-პრაქტიკულ მუშაობასთან ერთად გულისხმობს სახვითი ხელოვნების თეორიული ნაწილის მიმოხილვასაც (ფერი, პერსპექტივა, სახვითი ხელოვნების ისტორია, არქიტექტურა და სხვ.)

- კრეატიული ხელგარჯილობა - კლუბი შეასწავლის ახალგაზრდებს სათამაშოების, ხელოვნების ნიმუშებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების დამზადებას სხვადასხვა მასალით, ნარჩენებითა თუ საგნებით. კლუბი მოაწობს გამოფენებს, კონკურსებს, საქველმოწმედო ბაზრობებსა და სხვადასხვა ღონისძიებებს.

- მუსიკა - კლუბი შექმნილია მოსწავლეთა მუსიკალური გემოვნების როგორც ჩამოსაყალიბებლად, ისე დასახვეწად. ამ კლუბის აქტივობები მოიცავს სხვადასხვა მუსიკალური საკრავების გაცნობას, მათზე შესრულების საფუძვლების შესწავლას, მუსიკალურ ღონისძიებებზე დასწრებასა თუ საკუთარი ღონისძიებების მოწყობას, ასევე კონკურსებისა და სხვა გასართობი ივენთების მოწყობასა და მათში მონაწილეობას.

- თეატრალური ხელოვნება - კლუბის მიზანია სკოლის თეატრალური დასის ჩამოყალიბება, სპექტაკლების დადგმა და ამავდროულად ქვეყნის თეატრალურ ცხოვრებაში მონაწილეობა სექტაკლებზე დასწრების, მათი განხილებისა და მსახიობებთან შეხვედრების ორგანიზების გზით.

- ფოტომოყვარული - კლუბი გააერთიანებს ფოტოხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს, რომლებიც კლუბში შეისწავლიან ფოტოგადაღების ტექნიკასა და წესებს, გაუზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას და მოაწყობენ ფოტოგამოფენებს, რომლებსაც დაესწრებიან ფოტოგრაფიის გამოცდილი და სახელოვანი წარმომადგენლები.