დოქტორის ხარისხი ჩვენს პედაგოგებს!

ჩვენმა ინგლისურის პედაგოგებმა, მერი იობიძემ და დავით ახვლედიანმა ცოტა ხნის წინ დოქტორის ხარისხი მიიღეს.

მერის საკვლევი თემა იყო: „ინგლისურის, როგორც უცხო ენის სტრატეგიული სწავლა-სწავლება მოსწავლეების გამოცდებისათვის მოსამზადებლად (ერთიანი ეროვნული გამოცდების მაგალითი საქართველოში)“. დისერტაცია ინგლისურ ენაზეა დაწერილი.

დავითმა საკვლევ თემად თარგმანის სფერო აირჩია. მისი დისერტაციის სათაურია: „იურიდიული დოკუმენტების ინგლისურიდან ქართულ ენაზე თარგმანის ანალიზი“.

დისერტაციის წერის პროცესში ორივე მათგანი მონაწილეობას იღებდა საერთაშორისო კონფერენციებში, მათი სტატიები კი დაბეჭდილია როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ჟურნალებში. მერის სტატიები წერის, კითხვის, მეტყველებისა და მოსმენის უნარების განსავითარებელ სტრატეგიებზე კონცენტრირდება, დავითი კი თარგმანში ეკვივალენტობის მიღწევისა და ტექსტების თარგმნისას პრაგმატული მიდგომის პრობლემებს განიხილავს.

ვულოცავთ მათ ამ წარმატებებს და ვუსურვებთ წინსვლას!