4 ივნისი, 2020 სიახლეები

გაცნობითი ხასიათის შეხვედრები მშობლებთან

მოგესალმებით!

გვინდა, სიამოვნებით გაცნობოთ, რომ 6 ივნისიდან ყოველ შაბათს, 12 საათზე გაიმართება გაცნობითი ხასიათის შეხვედრები ჩვენი სკოლით დაინტერესებულ მშობლებთან.

შეხვედრაზე შესაძლებლობა გექნებათ, გაესაუბროთ სკოლის დირექტორს, ადმინისტრაციასა და პედაგოგებს, დაათვალიეროთ შენობა და მოინახულოთ მწვანე, სუფთა გარემო. ჩვენ ყველა თქვენს შეკითხვას ვუპასუხებთ!

შეხვედრაზე დასასწრებად საჭიროა მხოლოდ თქვენი სურვილი, უფრო ახლოს გაიცნოთ ჩვენი სკოლა. გელოდებით ყოველ შაბათს, 12 საათზე.

ჩვენი მისამართია დავით აღმაშენებლის ხეივანი #240, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის ტერიტორია.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

598 99 33 99
📩info@free.edu.ge