23 December, 2019 სიახლეები

ფრესქულში ახალი ჯგუფი იხსნება!

გაცნობებთ, რომ გაზაფხულის სემესტრიდან იხსნება სკოლამდელი აღზრდის, ე.წ. ფრესქულის ახალი ჯგუფი!

ფრესქული მოსამზადებელი საფეხურია სკოლაში შესასვლელად. ჩვენი ერთწლიანი პროგრამა პატარებს განვითარებასა და სკოლისთვის მომზადებაში ეხმარება.  სკოლამდელი განათლების პროგრამა განვითარების ხუთ სფეროს მოიცავს. ესენია: მეტყველება, მოსწავლედ ჩამოყალიბება, ფიზიკური განვითარება, სამყაროს აღმოჩენა და ხელოვნება. უამრავ საინტერესო აქტივობასთან ერთად მოსწავლეები დაეუფლებიან ინგლისური ენის საწყისებსაც და Native Speaker-ის დახმარებით მოსმენისა და მეტყველების უნარებსაც განივითარებენ.

პროგრამაზე მიიღებიან 4-5 წლის პატარები.

სასწავლო დღე იწყება 09:00 საათზე და სრულდება 17:00 საათზე.

სწავლის სემესტრული საფასურია 4800 ლარი.

ღირებულებაში შედის გაკვეთილები, სკოლაში თუ სკოლის გარეთ ჩატარებული ღონისძიებები, ფორმები და სამჯერადი კვება.

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://forms.gle/WpEpsDmGixJCEFoj6

საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელეფონი: 598 99 33 99

ელ.ფოსტა: info@free.edu.ge