რეგისტრაცია გრძელდება!

თბილისის თავისუფალი სკოლა აგრძელებს მოსწავლეთა მიღებას ახლა უკვე დისტანციურად! ბავშვებს და მათ მშობლებს აღარ მოუხდებათ სკოლაში მოსვლა ფსიქოლოგთან და სკოლის ადმინისტრაციასთან გასასაუბრებლად. პროცედურა გაგრძელდება ონლაინ რეჟიმში. 

შეგახსენებთ, რომ სექტემბრიდან მივიღებთ მოსწავლეებს 0-დან მე-9 კლასის ჩათვლით.

მოსწავლეები პირველი კლასიდან გაძლიერებულად ისწავლიან მათემატიკას, კომპიუტერულ მეცნიერებას, ინგლისურს, ქართულ ენასა და ლიტერატურას.

კლასში მოსწავლეთა რაოდენობა იქნება სტანდარტულად 18, გამონაკლის შემთხვევებში, დროებით რეჟიმში, არაუმეტეს 20 ბავშვისა.

სასწავლო პროცესი დაიწყება 09:00 საათზე და დასრულდება 17:00 საათზე.

ბავშვის სკოლასთან ადაპტირებას ჩვენი ფსიქოლოგთა გუნდი უზრუნველყოფს.

სწავლის წლიური საფასურია 8900 ლარი (სწავლის საფასურთან დაკავშირებული შეღავათები და გადახდის თქვენთვის სასურველი გრაფიკი რეგულირდება კონტრაქტით).

ღირებულებაში შედის სპორტული და შემეცნებითი კლუბები პირველი კლასიდან, ფრესქულში სამჯერადი, პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით კი ორჯერადი კვება, სასწავლო და დამხმარე სახელმძღვანელოები, სასკოლო ფორმა და ექსკურსიები.

თბილისის თავისუფალი სკოლა მდებარეობს კახა ბენდუქიძის კამპუსში, ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოში.

📢 სასკოლო მომზადების ჯგუფში რეგისტრაციისათვის მიჰყევით ბმულს:
https://forms.gle/GE6P59nvzZyw3rEv9

📢 მეორე კლასიდან მეცხრე კლასამდე მოსწავლის დასარეგისტრირებლად მიჰყევით ბმულს:
https://forms.gle/jRgGw5w21Ss8EJ8s8

📢 პირველკლასელთა რეგისტრაციისათვის მიჰყევით ბმულს:
https://forms.gle/Hjv3crDGLsfu9zqXA