სხვა კლუბები

- დამწყები ბიზნესმენი - კლუბი ჩამოყალიბდება სკოლის ფარგლებში არსებული საკანცელარიო საგნებისა და სასკოლო სუვენირების მაღაზიის ბაზაზესადაც მოსწავლეები უშუალოდ გაეცნობიან კომერციულ საქმიანობას, შეისწავლიან ბიზნესის, მარკეტინგისა და სარეკლამო საქმის საფუძვლებს და ბიზნეს-პროექტების მენეჯმენტს.

- რობოტიკა - კლუბი იმგვარი ცოდნის მიღებაზეა ორიენტირებული, რომელიც მომავალში სავარაუდოდ უაღრესად მოთხოვნადი იქნება და ამა თუ იმ მოცულობით ნებისმიერი დარგის სპეციალისტისთვის იქნება აუცილებელი. კლუბი შესძენს მოსწავლეებს პროგრამირებადი მოწყობილობების შექმნის, რეგულირებისა და მართვისთვის საჭირო ცოდნისა და უნარების საფუძვლებს. რობოტიკის კლუბის მიერ მოეწყობა კონკურსები და გამოფენები.

- მოგზაური - კლუბში გაერთიანდებიან მოგზაურობისა და ლაშქრობის მოყვარული მოსწავლეები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც საკუთრივ კლუბის მიერ დაგეგმილ მოგზაურობებსა და ლაშქრობებში, აგრეთვე ერთობლივად - თავისუფალი უნივერსიტეტის ანალოგიურ ღონისძიებებში სტუდენტებთან ერთად

- პროგრამირება - კლუბში გაერთიანდებიან ის მოსწავლეები, რომლებსაც სურვილი აქვთ აღნიშნული საგნის ძირითადი პროგრამის მასალაზე მეტი ცოდნა მიიღონ მომავლის ტექნოლოგიების, პროგრამირების ენებისა და პროგრამირების პროდუქტების მომხმარებლების შესახებ.