სიახლეები

23 December, 2019სიახლეები

ფრესქულში ახალი ჯგუფი იხსნება!

გაცნობებთ, რომ გაზაფხულის სემესტრიდან იხსნება სკოლამდელი აღზრდის, ე.წ. ფრესქულის ახალი ჯგუფი!

ფრესქული მოსამზადებელი საფეხურია სკოლაში შესასვლელად. ჩვენი ერთწლიანი პროგრამა პატარებს განვითარებასა და სკოლისთვის მომზადებაში ეხმარება.  სკოლამდელი განათლების პროგრამა განვითარების ხუთ სფეროს მოიცავს. ესენია: მეტყველება, მოსწავლედ ჩამოყალიბება, ფიზიკური განვითარება, სამყაროს აღმოჩენა და ხელოვნება. უამრავ საინტერესო აქტივობასთან ერთად მოსწავლეები დაეუფლებიან ინგლისური ენის საწყისებსაც და Native Speaker-ის დახმარებით მოსმენისა და მეტყველების უნარებსაც განივითარებენ.

პროგრამაზე მიიღებიან 4-5 წლის პატარები.

სასწავლო დღე იწყება 09:00 საათზე და სრულდება 17:00 საათზე.

სწავლის სემესტრული საფასურია 4800 ლარი.

ღირებულებაში შედის გაკვეთილები, სკოლაში თუ სკოლის გარეთ ჩატარებული ღონისძიებები, ფორმები და სამჯერადი კვება.

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://forms.gle/WpEpsDmGixJCEFoj6

საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელეფონი: 598 99 33 99

ელ.ფოსტა: info@free.edu.ge

23 September, 2018სიახლეები

თბილისის თავისუფალ სკოლაში სწავლა დაიწყო!

Gallery item /sites/default/files/2018-09/%28116%29_1.JPG
/sites/default/files/2018-09/%28118%29_3.JPG
/sites/default/files/2018-09/%28146%29_1.JPG
/sites/default/files/2018-09/%28156%29.JPG
/sites/default/files/2018-09/%28172%29.JPG
/sites/default/files/2018-09/%284%29_0.JPG
/sites/default/files/2018-09/%2810%29.JPG
/sites/default/files/2018-09/%2820%29.JPG
/sites/default/files/2018-09/%2812%29_2.JPG
/sites/default/files/2018-09/%2821%29_1.JPG
/sites/default/files/2018-09/%2870%29_0.JPG
/sites/default/files/2018-09/%2875%29_0.JPG
/sites/default/files/2018-09/%28104%29.JPG
/sites/default/files/2018-09/%28120%29_1.JPG
16 September, 2018სიახლეები

პირველი სასწავლო დღე თბილისის თავისუფალ სკოლაში!

ხვალ, 2018 წლის 17 სექტემბერს, იწყება ჩვენი სკოლის ისტორია.

ჩვენს მოსწავლეებს, მათ მშობლებს და ყველა გულშემატკივარს

ვეპატიჟებით გახსნის ცერემონიალზე 12 საათიდან 14 საათამდე.

 

ერთად გავხადოთ ეს დღე დაუვიწყარი!

27 ივლისი, 2018სიახლეები

თბილისის თავისუფალი სკოლის გახსნა

25 ივლისს თავისუფალმა სკოლამ პირველად უმასპინძლა მომავალ მოსწავლეებს, მშობლებსა და ყველა დაინტერესებულს.
“კაცების შოუს” წამყვანებმა კი კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რა არის სკოლა, როგორი იყო სკოლა უფროსი თაობისთვის და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს კარგი სასწავლებელი, სადაც ჯანსაღი და ლაღი თაობა გაიზრდება.
სტუმრებმა დაათვალიერეს ახლადგარემონტებული თბილისის თავისუფალი სკოლა. შეხვედრის ბოლოს, მათ საშუალება ჰქონდათ გასაუბრებოდნენ სკოლის მმართველ გუნდს და მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.


წინ კიდევ ბევრი სიახლე გელოდებათ.

შემოგვიერთდით!

ჩვენ ეს ვიცით 💛

,
Gallery item /sites/default/files/2018-07/RE9A4952_0.jpg
/sites/default/files/2018-07/RE9A4959.jpg
/sites/default/files/2018-07/RE9A4972.jpg
/sites/default/files/2018-07/RE9A4993.jpg
/sites/default/files/2018-07/RE9A5008.jpg
/sites/default/files/2018-07/RE9A5018.jpg
/sites/default/files/2018-07/RE9A5030.jpg
/sites/default/files/2018-07/RE9A5036.jpg
/sites/default/files/2018-07/RE9A5102.jpg
/sites/default/files/2018-07/RE9A5095.jpg
/sites/default/files/2018-07/RE9A5079.jpg
/sites/default/files/2018-07/RE9A5089.jpg
/sites/default/files/2018-07/RE9A5075.jpg
/sites/default/files/2018-07/RE9A5056.jpg
/sites/default/files/2018-07/RE9A5045.jpg
/sites/default/files/2018-07/RE9A5015.jpg
/sites/default/files/2018-07/RE9A5052.jpg
/sites/default/files/2018-07/RE9A5074.jpg
18 ივნისი, 2018სიახლეები

პრესქული - წინასასკოლო მოსამზადებელი ჯგუფი

რა არის პრე-სქული? 

თავისუფალ სკოლაში არსებობს პრესქული, სადაც ბავშვები  ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში სწავლისთვის ემზადებიან. 

რა ასაკის ბავშვები ირიცხებიან პრე-სქულში? 

პრე-სქულში ირიცხებიან 4-5 წლის პატარები. 

ვინ ხელმძღვანელობს პრე-სქულს? 

ბავშვების აღზრდასა და განვითარებაზე მაღალკვალიფიციური, მოტივირებული და გამოცდილი პედაგოგები და აღმზრდელები ზრუნავენ. 

აქტივობები პრე-სქულში

პრესქულში აღზრდისა და განათლების პროცესები სკოლამდელი განათლების საერთაშორისო გამოცდილებას და საუკეთესო ტრადიციებს ეყრდნობა. ისევე, როგორც ამას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის 2011 წელს UNICEF-ის მხარდაჭერით მომზადებული „სკოლამდელი განათლების პროგრამა“ განსაზღვრავს, თბილისის თავისუფალი სკოლის 0 კლასიც განვითარების 5 სფეროს მოიცავს: 

  • მეტყველება
  • მოსწავლედ ჩამოყალიბება
  • ფიზიკურ განვითარება
  • სამყაროს აღმოჩენა
  • ხელოვნება

მოსწავლეები ასევე დაკავდებიან სპორტული და შემოქმედებითი აქტივობებით: ცეკვა, დრამა, ხატვა, ძერწვა, სპორტი. აქტივობებს აღსაზრდელები ფსიქოლოგისა და ლოგოპედის მუდმივი დაკვირვების ქვეშ განახორციელებენ. 

პრესქულში ბავშვები დარჩებიან 09:00-დან 17:00-მდე. ცალკე შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია ბავშვის ადრე მოყვანა და გვიან წაყვანა. 

პრესქულის გადასახადის მოცულობა წელიწადში 8400 ლარია. 

გადასახადის ოდენობა იგივე რჩება თბილისის თავისუფალ სკოლაში სწავლის გაგრძელების შემთხვევაშიც და ვრცელდება სკოლაში ყოფნის მთელ პერიოდზე. 

სკოლაში ოჯახიდან მეორე ბავშვის ჩარიცხვის შემთხვევაში ორივე ბავშვის გადასახადი 10%-ით მცირდება. 

საგნების საფუძვლები, რომლებსაც ბავშვები პრესქულში დაეუფლებიან, მოცემულია თანდართულ ცხრილში;

ცხრილი

 


საზაფხულო პრე-სქული

საზაფხულო არდადეგების პერიოდში კი პრესქული მსურველებს სთავაზობს მუშაობის საზაფხულო რეჟიმს, რაც გულისხობს სკოლაში 9:00-დან 18:00 საათამდე ყოფნას, სუფთა ჰაერზე თამაშებს, სხვადასხვა შემეცნებით აქტივობებს და სამჯერად კვებას. 


ღირებულება - 195 ლარი კვირაში.