სიახლეები

4 ივნისი, 2020სიახლეები

გაცნობითი ხასიათის შეხვედრები მშობლებთან

მოგესალმებით!

გვინდა, სიამოვნებით გაცნობოთ, რომ 6 ივნისიდან ყოველ შაბათს, 12 საათზე გაიმართება გაცნობითი ხასიათის შეხვედრები ჩვენი სკოლით დაინტერესებულ მშობლებთან.

შეხვედრაზე შესაძლებლობა გექნებათ, გაესაუბროთ სკოლის დირექტორს, ადმინისტრაციასა და პედაგოგებს, დაათვალიეროთ შენობა და მოინახულოთ მწვანე, სუფთა გარემო. ჩვენ ყველა თქვენს შეკითხვას ვუპასუხებთ!

შეხვედრაზე დასასწრებად საჭიროა მხოლოდ თქვენი სურვილი, უფრო ახლოს გაიცნოთ ჩვენი სკოლა. გელოდებით ყოველ შაბათს, 12 საათზე.

ჩვენი მისამართია დავით აღმაშენებლის ხეივანი #240, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის ტერიტორია.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

598 99 33 99
📩info@free.edu.ge

რეგისტრაცია გრძელდება!

თბილისის თავისუფალი სკოლა აგრძელებს მოსწავლეთა მიღებას ახლა უკვე დისტანციურად! ბავშვებს და მათ მშობლებს აღარ მოუხდებათ სკოლაში მოსვლა ფსიქოლოგთან და სკოლის ადმინისტრაციასთან გასასაუბრებლად. პროცედურა გაგრძელდება ონლაინ რეჟიმში. 

შეგახსენებთ, რომ სექტემბრიდან მივიღებთ მოსწავლეებს 0-დან მე-9 კლასის ჩათვლით.

მოსწავლეები პირველი კლასიდან გაძლიერებულად ისწავლიან მათემატიკას, კომპიუტერულ მეცნიერებას, ინგლისურს, ქართულ ენასა და ლიტერატურას.

კლასში მოსწავლეთა რაოდენობა იქნება სტანდარტულად 18, გამონაკლის შემთხვევებში, დროებით რეჟიმში, არაუმეტეს 20 ბავშვისა.

სასწავლო პროცესი დაიწყება 09:00 საათზე და დასრულდება 17:00 საათზე.

ბავშვის სკოლასთან ადაპტირებას ჩვენი ფსიქოლოგთა გუნდი უზრუნველყოფს.

სწავლის წლიური საფასურია 8900 ლარი (სწავლის საფასურთან დაკავშირებული შეღავათები და გადახდის თქვენთვის სასურველი გრაფიკი რეგულირდება კონტრაქტით).

ღირებულებაში შედის სპორტული და შემეცნებითი კლუბები პირველი კლასიდან, ფრესქულში სამჯერადი, პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით კი ორჯერადი კვება, სასწავლო და დამხმარე სახელმძღვანელოები, სასკოლო ფორმა და ექსკურსიები.

თბილისის თავისუფალი სკოლა მდებარეობს კახა ბენდუქიძის კამპუსში, ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოში.

📢 სასკოლო მომზადების ჯგუფში რეგისტრაციისათვის მიჰყევით ბმულს:
https://forms.gle/GE6P59nvzZyw3rEv9

📢 მეორე კლასიდან მეცხრე კლასამდე მოსწავლის დასარეგისტრირებლად მიჰყევით ბმულს:
https://forms.gle/jRgGw5w21Ss8EJ8s8

📢 პირველკლასელთა რეგისტრაციისათვის მიჰყევით ბმულს:
https://forms.gle/Hjv3crDGLsfu9zqXA

დოქტორის ხარისხი ჩვენს პედაგოგებს!

ჩვენმა ინგლისურის პედაგოგებმა, მერი იობიძემ და დავით ახვლედიანმა ცოტა ხნის წინ დოქტორის ხარისხი მიიღეს.

მერის საკვლევი თემა იყო: „ინგლისურის, როგორც უცხო ენის სტრატეგიული სწავლა-სწავლება მოსწავლეების გამოცდებისათვის მოსამზადებლად (ერთიანი ეროვნული გამოცდების მაგალითი საქართველოში)“. დისერტაცია ინგლისურ ენაზეა დაწერილი.

დავითმა საკვლევ თემად თარგმანის სფერო აირჩია. მისი დისერტაციის სათაურია: „იურიდიული დოკუმენტების ინგლისურიდან ქართულ ენაზე თარგმანის ანალიზი“.

დისერტაციის წერის პროცესში ორივე მათგანი მონაწილეობას იღებდა საერთაშორისო კონფერენციებში, მათი სტატიები კი დაბეჭდილია როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ჟურნალებში. მერის სტატიები წერის, კითხვის, მეტყველებისა და მოსმენის უნარების განსავითარებელ სტრატეგიებზე კონცენტრირდება, დავითი კი თარგმანში ეკვივალენტობის მიღწევისა და ტექსტების თარგმნისას პრაგმატული მიდგომის პრობლემებს განიხილავს.

ვულოცავთ მათ ამ წარმატებებს და ვუსურვებთ წინსვლას!

დისტანციური სწავლება თავისუფალ სკოლაში!

ჩვენს სკოლაში ყოველდღიურად ათობით დისტანციური გაკვეთილი ტარდება, მათ შორის ხელოვნებისა და მუსიკის გაკვეთილებიც კი!

ნახეთ, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი. 

,
Gallery item /sites/default/files/2020-05/IMG_2973.JPG
/sites/default/files/2020-05/IMG_2970.JPG
/sites/default/files/2020-05/IMG_2946_0.JPG
/sites/default/files/2020-05/IMG_2947_0.JPG
/sites/default/files/2020-05/IMG_2948_0.JPG
/sites/default/files/2020-05/IMG_2949.JPG
/sites/default/files/2020-05/IMG_2951.JPG
/sites/default/files/2020-05/IMG_2952.JPG
/sites/default/files/2020-05/IMG_2955.JPG
/sites/default/files/2020-05/IMG_2956.JPG
/sites/default/files/2020-05/IMG_2958.JPG
/sites/default/files/2020-05/IMG_2960.JPG
/sites/default/files/2020-05/IMG_2961.JPG
/sites/default/files/2020-05/IMG_2963.JPG
/sites/default/files/2020-05/IMG_2969.JPG
/sites/default/files/2020-05/IMG_2977.JPG
,
Gallery item /

სკოლაში სარემონტო სამუშაოები დაიწყო!

სიამოვნებით გაცნობებთ, რომ ჩვენს სკოლაში სარემონტო სამუშაოები უკვე რამდენიმე კვირაა დაწყებულია! სექტემბერში სრულად ავითვისებთ მესამე სართულს. თანაც, შესანიშნავი ახალი ამბავი გვაქვს: საკუთარი თეატრიც გვექნება!

თეატრი საშუალებას მოგვცემს კლუბების ჩამონათვალი კიდევ უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ და მოსწავლეებს კინოხელოვნებისა და დრამის კლუბებიც შევთავაზოთ.

წინ დიდი თავგადასავლები გველის.

,
Gallery item /sites/default/files/2020-04/IMG_3077.JPG
/sites/default/files/2020-04/IMG_3081.JPG
/sites/default/files/2020-04/IMG_3068.JPG
/sites/default/files/2020-04/IMG_3073.JPG