- დავით აღმაშენებლის ხეივანი N:240
- info@free.edu.ge
2026-2027 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა დასარეგისტრირებლად გაიარეთ რეგისტრაცია.
09:00 – 15:40
6 წლიდან
4780 დოლარი
2026-2027 სასწავლო წლისთვის II-XII კლასში დასარეგისტრირებლად გაიარეთ რეგისტრაცია.
09:00 – 15:40
6 წლიდან
4780 დოლარი
2026-2027 სასწავლო წლისთვის ფრესქულში დასარეგისტრირებლად გაიარეთ რეგისტრაცია.
09:00 – 17:00
4-5 წლიდან
4780 დოლარი
პირველ კლასში ჩარიცხვა. რეგისტრაცია ხორციელდება ელექტრონულად, სამინისტროს მიერ განსაზღვრულ ვადებში, ავტორიზაციის საბჭოს მიერ დადგენილი ზღვრული რაოდენობის ფარგლებში. რეგისტრაციის შემდეგ მშობელი სკოლაში წარადგენს:
ჩარიცხვამდე სკოლის ფსიქოლოგი ესაუბრება ბავშვს და ამოწმებს სასკოლო მზაობას. პირველი კლასები კომპლექტდება შემთხვევითი განაწილებით, სქესის ბალანსის დაცვით.
ჩარიცხვა II–XII კლასებში და მობილობა. ჩარიცხვა შესაძლებელია თავისუფალი ადგილის არსებობისას, დირექტორის ბრძანებით. საჭიროა:
სკოლა ატარებს გასაუბრებას და შეიძლება შესთავაზოს ერთ კვირამდე ადაპტაციის პერიოდი. მობილობა არ ხორციელდება 1 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე და სასწავლო წლის დასრულებამდე ბოლო 30 კალენდარულ დღეში (გამონაკლისი: რესურსცენტრის გადაწყვეტილებით).
უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება. დაწყებით და საბაზო საფეხურზე სკოლა ატარებს გასაუბრებას და/ან ტესტირებას და, მშობელთან შეთანხმებით, განსაზღვრავს ასაკის შესაბამის კლასს ან არაუმეტეს 2 კლასით დაბალს. საშუალო საფეხურზე ჩარიცხვა შესაძლებელია მხოლოდ საბაზო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტით.
კლასისა და საფეხურის დაძლევა. კლასიდან კლასში გადაყვანა ხდება დირექტორის ბრძანებით; დაძლევის პირობები განსაზღვრულია სასკოლო სასწავლო გეგმით. საფეხურის ქულა არის საგნების საფეხურის ქულების საშუალო არითმეტიკული.
სტატუსის შეჩერება. სკოლა აჩერებს მოსწავლის სტატუსს, თუ მოსწავლე ზედიზედ 45 სასწავლო დღე არ ცხადდება სკოლაში, მიემგზავრება საზღვარგარეთ და მშობელი წერილობით მიმართავს სკოლას, ან მშობელი/სრულწლოვანი მოსწავლე თავად ითხოვს შეჩერებას. მანამდე სკოლა ატარებს პრევენციულ ღონისძიებებს (დამრიგებლის ანგარიში, ფსიქოლოგისა და სოციალური მუშაკის ჩართვა).
სტატუსის აღდგენა. მშობელი მიმართავს სკოლას განცხადებით; სტატუსი აღდგება იმავე კლასში, ან მომდევნო კლასში, თუ დასტურდება შესაბამისი პროგრამის დაძლევა.
სტატუსის შეწყვეტა დავალიანების გამო. სკოლა მშობელს წერილობით აფრთხილებს და აძლევს გონივრულ ვადას. დავალიანების დაუფარაობის შემთხვევაში სტატუსი შეიძლება შეწყდეს მიმდინარე სემესტრის დასრულების შემდეგ.