- დავით აღმაშენებლის ხეივანი N:240
- info@free.edu.ge
თბილისის თავისუფალი სკოლის 0 კლასი (ფრესქული) 5 წლის ასაკიდან ამზადებს ბავშვებს სკოლაში სწავლისთვის. ბავშვების აღზრდასა და განვითარებაზე მაღალკვალიფიციური, მოტივირებული და გამოცდილი პედაგოგები და აღმზრდელები ზრუნავენ.
პრესქულში აღზრდისა და განათლების პროცესები სკოლამდელი განათლების საერთაშორისო გამოცდილებას და საუკეთესო ტრადიციებს ეყრდნობა.
თბილისის თავისუფალი სკოლის 0 კლასი განვითარების 5 სფეროს მოიცავს:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ 2011 წელს UNICEF-ის მხარდაჭერით მომზადებული „სკოლამდელი განათლების პროგრამის” შესაბამისად, მოსწავლეები ასევე დაკავდებიან სპორტული და შემოქმედებითი აქტივობებით: ცეკვა, დრამა, ხატვა, ძერწვა, სპორტი. აქტივობებს აღსაზრდელები ფსიქოლოგის მუდმივი დაკვირვების ქვეშ განახორციელებენ.
ფრესქულის წლიური საფასური შეადგენს 3590 ამერიკული დოლარის ექვივალენტს ლარში, გადახდის დღისთვის. 2 დედმამიშვილის შემთხვევაში სწავლის საფასური მცირდება 10-10%-ით, ხოლო 3 ან მეტი დედმამიშვილის შემთხვევაში 15-15%-ით. ფრესქულში ბავშვები დარჩებიან 09:00-დან 16:00-მდე. ცალკე შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია ბავშვის ადრე მოყვანა და გვიან წაყვანა.
2023-2024 სასწავლო წლისთვის ფრესქულში დასარეგისტრირებლად გაიარეთ რეგისტრაცია.
5 მიმართულება
5 წლიდან
09:00 – 16:00
3590 დოლარი
მაღალი ხარისხის განათლება ყოველთვის იყო და იქნება ჩვენი სკოლის განმასხვავებელი ნიშანი.
თავისუფალი სკოლა © 2021
შექმნილია © 2021. ELIADZE.COM