- დავით აღმაშენებლის ხეივანი N:240
- info@free.edu.ge
მათ, ვისაც არასაგაკვეთილო დროს ჩვენთან სურს სხვადასხვა მიმართულებით ცოდნის მიღება ან გაღრმავება, ვთავაზობთ თბილისის თავისუფალი სკოლის შაბათის სკოლას.
შაბათის სკოლის ხელმძღვანელია თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი ამირან წაქაძე. სკოლაში ფუნქციონირებს 5 მიმართულება და თითოეულ მათგანს უძღვებიან თავისუფალი სკოლის მასწავლებლები.
თითოეულ მიმართულებაში გაკვეთილები ტარდება მცირერიცხოვან ჯგუფებში (8-10 მოსწავლე), შაბათს, სამი 45-წუთიანი შეხვედრის სახით.
ერთი მიმართულებით სწავლის წლიური ღირებულება 900 ლარია. მეორე საგანზე ან მეორე დედმამიშვილზე მოქმედებს 10 პროცენტიანი ფასდაკლება. სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია ერთი კვირის განმავლობაში გაკვეთილებზე საცდელად დასწრება.
2022-2023 სასწავლო წლისთვის შაბათის სკოლაში დასარეგისტრირებლად გაიარეთ რეგისტრაცია.
8-10 მოსწავლე
3 გაკვეთილი
45 წუთი
900 ლარი
მაღალი ხარისხის განათლება ყოველთვის იყო და იქნება ჩვენი სკოლის განმასხვავებელი ნიშანი.
თავისუფალი სკოლა © 2021
შექმნილია © 2021. ELIADZE.COM