თბილისის თავისუფალი ბაღი

თბილისის თავისუფალი სკოლის ბაზაზე 2024 წელს თბილისის თავისუფალი ბაღი გაიხსნა, რომლის სააღმზრდელო პროცესშიც, საბავშვო ბაღის აღმზრდელებთან ერთად, თბილისის თავისუფალი სკოლის პედაგოგებიც არიან ჩართულები. 
თბილისის თავისუფალი ბაღი გთავაზობთ ბავშვის, როგორც აკადემიურ, ისე ფიზიკურ განვითარებაზე ორიენტირებულ, უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს, რომელიც ხელს შეუწყობს ბავშვის სოციალურ, ემოციურ და შემეცნებით განვითარებას და ამზადებს პატარებს სკოლისთვის.

ჩვენთან პატარებს დახვდებათ იზოლირებული, კეთილმოწყობილი გარემო, ტყის მიმდებარე ვრცელი ეზოთი და გასართობი სივრცით.

ბავშვების აღზრდასა და განვითარებაზე მაღალკვალიფიციური, მოტივირებული, გამოცდილი პედაგოგები და აღმზრდელები ზრუნავენ.

მშობელთა სურვილების შესაბამისად, ბაღი გთავაზობთ დღის განრიგის სხვადასხვა ალტერნატივას შემდეგი ფასებით:
 
09:00 – 17:00 საათამდე პერიოდის წლიური საფასური 2655 დოლარი
 
09:00 – 18:30 სათამდე პერიოდის წლიური საფასური 3060 დოლარი
 
09:00 – 20:00 საათამდე პერიოდის წლიური საფასური 3465 დოლარი
 
ბაღის ღირებულება მოიცავს:
  • 3-ჯერად ჯანსაღ კვებას (18:30 საათამდე დარჩენის შემთხვევაში გათვალისწინებულია 4-ჯერადი კვება)
  • სტანდარტულად 18-20 ბავშვისგან შემდგარ ჯგუფებს
  • ფსიქოლოგთა გუნდის ჩართულობას პატარების ბაღთან ადაპტირების პროცესში
  • საჭიროების შემთხვევაში ბავშვების შაბათ-კვირას მიღებას
  • სასწავლო მასალებს
  • გასვლითი ღონისძიებებს

ბაღში რეგისტრაცია

2024-2025 სასწავლო წლისთვის ფრესქულში  დასარეგისტრირებლად გაიარეთ რეგისტრაცია.

15 მიმართულება

3 წლიდან

2655 დოლარიდან

0 კლასი

ფრესქული

თბილისის თავისუფალი სკოლის 0 კლასი (ფრესქული) 4-5 წლის ასაკიდან ამზადებს ბავშვებს სკოლაში სწავლისთვის. ბავშვების აღზრდასა და განვითარებაზე მაღალკვალიფიციური, მოტივირებული და გამოცდილი პედაგოგები და აღმზრდელები ზრუნავენ.

ფრესქულში აღზრდისა და განათლების პროცესები სკოლამდელი განათლების საერთაშორისო გამოცდილებას და საუკეთესო ტრადიციებს ეყრდნობა.

თბილისის თავისუფალი სკოლის 0 კლასი განვითარების 5 სფეროს მოიცავს:

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ 2011 წელს UNICEF-ის მხარდაჭერით მომზადებული „სკოლამდელი განათლების პროგრამის” შესაბამისად, მოსწავლეები ასევე დაკავდებიან სპორტული და შემოქმედებითი აქტივობებით: ცეკვა, დრამა, ხატვა, ძერწვა, სპორტი. აქტივობებს აღსაზრდელები ფსიქოლოგის მუდმივი დაკვირვების ქვეშ განახორციელებენ.

ფრესქულის წლიური საფასური შეადგენს 3950 ამერიკული დოლარის ექვივალენტს ლარში, გადახდის დღისთვის. 2 დედმამიშვილის შემთხვევაში სწავლის საფასური მცირდება 5%-ით. 

09:00 – 17:00 საათამდე პერიოდის წლიური საფასური 3950 დოლარი.

09:00 – 18:30 საათამდე პერიოდის წლიური საფასური 4355 დოლარი.

09:00 – 20:00 საათამდე პერიოდის წლიური საფასური 4760 დოლარი.

ფრესქულში რეგისტრაცია

2024-2025 სასწავლო წლისთვის ფრესქულში  დასარეგისტრირებლად გაიარეთ რეგისტრაცია.

5 მიმართულება

4-5 წლიდან

09:00 – 17:00

3950 დოლარი