Skip to main content

თავისუფალი სკოლა

საუნივერსიტეტო კამპუსი

კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსი

თავისუფალი უნივერსიტეტი

თბილისის თავსუფალი სკოლა და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი ერთმანეთთან კამპუსის გარდა ინაწილებენ ბევრად მეტს - ხარისხის სტანდარტს, ღირებულებებსა და განთლებასთან დაკავშირებულ ხედვას.

მიუხედავად იმისა, რომ სკოლა დამოუკიდებელი ერთეულია, იგი ძალიან მჭიდროდაა დაკავშირებული თავისუფალ უნივერსიტეტთან და ეს კავშირი სხვადასხვა საკითხზე აისახება:

სკოლასთან პედაგოგიურ და ადმინისტრაციულ ჭრილში თანამშრომლობენ უნივერსიტეტის წარმომადგენლები.

მოსწავლეებს საშუალება აქვთ, გამოიყენონ საუნივერსიტეტო კამპუსისა და უნივერსიტეტის რესურსები.

მაღალ კლასებში მოსწავლეები უფრო მარტივად მიიღებენ გადაწყვეტილებას პროფესიის არჩევასთან დაკავშირებით. სტუდენტებზე დაკვირვებით, სხვადასხვა პროფესიების გაცნობით და უნივერსიტეტთან სიახლოვით ისინი მარტივად მიხვდებიან, თუ რას წარმოადგენს ისეთი პროფესიები, რომლებთანაც შეხება არ აქვთ სასკოლო პერიოდში და რისი კეთება უნდათ სამომავლოდ.