- დავით აღმაშენებლის ხეივანი N:240
- info@free.edu.ge
თბილისის თავისუფალი სკოლა აცხადებს კონკურსს სწავლის თანადაფინანსების მოსაპოვებლად. თუ თქვენ:
მაშინ ეს შეთავაზება სწორედ თქვენთვისაა! მოსწავლეები შეირჩევიან ტესტირების შედეგად. ტესტი მოიცავს მათემატიკის, ქართული ენისა და ლიტერატურისა და ინგლისურის საკითებს.
კონკურსის წესების მიხედვით, ბარიერგადალახულ მონაწილეთა 2/3 მიიღებს სხვადასხვა მოცულობის თანადაფინასებას სწავლის დასრულებამდე. I ადგილის მფლობელის წლიური გადასახადი კი შეადგენს სწავლის ღირებულების 1/3-ს. დანარჩენი მონაწილეები რეიტინგის შესაბამის შეღავათს მიიღებენ.
ტესტირება ჩატარდება 26 მარტს, 12:00 საათზე. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 24 მარტი, 17:00 საათი. რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე:
https://forms.gle/3HasTsvkicUJ8o4Z6
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ თანადაფინანსების კონკურსის პირობებს.
კონკურსის შედეგად სწავლის საფასურზე გადახდის კოეფიციენტი (სრული ღირებულების ის ნაწილი, რომელსაც გადაიხდის მშობელი) გამოითვლება შემდეგი წესით: შეღავათი მიეცემა ყველა მონაწილეს, ვინც გადალახავს მინიმალურ ბარიერს და მოხვდება ბარიერგადალახულთა საუკეთესო ორ მესამედში. მათთვის გადახდის კოეფიციენტი იწყება 1/3-დან და იზრდება 1-მდე წრფივად. გადახდის ეს კოეფიციენტი მოსწავლეს შეუნარჩუნდება ჩვენს სკოლაში
სწავლის დასრულებამდე (მე-11 და მე-12 კლასში, 2022-2023 და 2023-2024 სასწავლო წლები). ამ შეღავათის მოხსნის საფუძველი შეიძლება იყოს მხოლოდ
არასათანადო აკადემიური მოსწრება (8 ქულაზე დაბალი ნიშანი წლის ბოლოს რომელიმე საგანში) ან სამი დისციპლინური სახდელი წლის განმავლობაში.
(უფრო დაზუსტებულად, თუ სარეიტინგო წერაზე ბარიერი გადალახა n რაოდენობა მოსწავლემ და თქვენ გახვედით m ადგილზე და მოხვდით საუკეთესო ორ მესამედში მათ შორის (m/n ≤2/3), მაშინ თქვენი გადახდის კოეფიციენტი გამოითვლება ფორმულით: [1/3+(m-1)/n-1)]. მაგალითისთვის, თუ თქვენი შედეგი ყველას ჯობს (m=1), მაშინ თქვენი გადახდის კოეფიციენტი იქნება 1/3 (ისწავლით მესამედ ფასად). იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ საშუალო შედეგი აჩვენეთ, თქვენი სწავლის საფასური შემცირდება, დაახლოებით, 17 პროცენტით. თუ თქვენ უკვე სწავლობთ თავისუფალ სკოლაში, მაშინ თქვენი სწავლის საფასური არცერთ შემთხვევაში არ გაიზრდება ამ კონკურსის შედეგად. გარანტირებულად შეგინარჩუნდებათ ის საფასური, რაც უკვე გაქვთ. უკეთეს შემთხვევაში კი გადაიხდით სრული საფასურის მესამედს.
თუ მოსწავლე ისარგებლებს ამ სარეიტინგო წერის შედეგად მიღებული ფასდაკლებით, მაშინ იგი ვეღარ ისარგებლებს სხვა ფინანსური შეღავათით.
მაღალი ხარისხის განათლება ყოველთვის იყო და იქნება ჩვენი სკოლის განმასხვავებელი ნიშანი.
თავისუფალი სკოლა © 2021
შექმნილია © 2021. ELIADZE.COM