სკოლის ხედვა

თავისუფალი სკოლა

სკოლის ხედვა და მიზანი

მაღალი ხარისხის განათლება ყოველთვის იყო და იქნება ჩვენი სკოლის განმასხვავებელი ნიშანი. სკოლის მთავარი მისიაა მოსწავლეებისთვის ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც დაწყებითი, საბაზო და საშუალო განათლების მისაღებად საუკეთესოა საქართველოში.

ბავშვების სწორი და გონივრული განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობა ბალანსია. სწორედ ამიტომ ჩვენ ერთდროულად ვაძლიერებთ როგორც ტექნიკურ, ასევე ჰუმანიტარულ მიმართულებებს: მათემატიკა, პროგრამირება, ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა.

ჩვენი მთავარი ამოცანაა, მოსწავლეები თანაბრად მოვამზადოთ მაქსიმალური წარმატებისთვის, როგორც აკადემიურ სფეროში, ასევე ცხოვრებისეულადაც. აქედან გამომდინარე, სკოლის მიზანია, საგნებისა და დამატებითი აქტივობების მეშვეობით, მოსწავლისთვის თავისუფალ აზროვნებაზე დაფუძნებული იმ ღირებულებების ჩამოყალიბება, რომლებიც გარემოში ადაპტაციისა და ცხოვრებისეული პრობლემების შემოქმედებითად გადაწყვეტის საშუალებას იძლევა. ამასთანავე, ჩვენთან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ცხოვრების ყველა ეტაპზე საჭირო უნარჩვევების გამომუშავებას, როგორებიცაა: საკუთარ ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის ჩვევები, დამოუკიდებელი სწავლის უნარი, შრომისუნარიანობა და სხვა.