- დავით აღმაშენებლის ხეივანი N:240
- info@free.edu.ge
სწავლის წლიური საფასური ყველა კლასში შეადგენს 3250 ამერიკული დოლარის ექვივალენტს ლარში, გადახდის დღისთვის. ამ ფასში შედის ყველა დაგეგმილი აქტივობა 9:00-დან 16:00 საათამდე და ორჯერადი კვება კლასებში. ფასში ასევე შედის სახელმძღვანელოები, სკოლის ფორმა (იმ სახით, როგორსაც სკოლა შეარჩევს) და ექსკურსიები/საველე გასვლები.
გადახდა შესაძლებელია სრულად ან ყოველთვიური გადახდის სქემით (ყოველთვიური გრაფიკი გათვლილია თორმეტ თვეზე). ერთიანი წინასწარი დაფარვის შემთხვევაში მოქმედებს 5%-იანი ფასდაკლება.
ფრესქულში მოსწავლეებს საშინაო დავალებები არ აქვთ. I-VI კლასებში მოსწავლეები დავალების დიდ ნაწილს სკოლის პერიოდში დავალების საათზე მასწავლებლის მეთვალყურეობით ასრულებენ. VII კლასიდან კი მოსწავლეები სტანდარტულად იღებენ საშინაო დავალებებს.
მაღალი ხარისხის განათლება ყოველთვის იყო და იქნება ჩვენი სკოლის განმასხვავებელი ნიშანი. სკოლის მთავარი მისიაა მოსწავლეებისთვის ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც დაწყებითი, საბაზო და საშუალო განათლების მისაღებად საუკეთესოა საქართველოში.
ბავშვების სწორი და გონივრული განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობა ბალანსია. სწორედ ამიტომ ჩვენ ერთდროულად ვაძლიერებთ როგორც ტექნიკურ, ასევე ჰუმანიტარულ მიმართულებებს: მათემატიკა, პროგრამირება, ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა.
მაღალი ხარისხის განათლება ყოველთვის იყო და იქნება ჩვენი სკოლის განმასხვავებელი ნიშანი.
თავისუფალი სკოლა © 2021
შექმნილია © 2021. ELIADZE.COM