შექმნის ისტორია

შექმნა, ისტორია, მიზანი

თბილისის თავისუფალი სკოლა

თბილისის თავისუფალი სკოლა დაფუძნდა 2017 წელს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბაზაზე.

სკოლას ხელმძღვანელობენ გამოცდილი პროფესიონალები, რომლებმაც ერთხელ უკვე შექმნეს საქართველოს განათლების სისტემაში საუკეთესო და ყველაზე მაღალრეიტინგული ფაკულტეტი - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების სკოლა (MACS).

დღესდღეისობით საქართველოს სასკოლო განათლების სისტემა ვერ აძლევს მაღალი ხარისხის განათლებას მოსწავლეთა დიდ უმრავლესობას - საკმარისი რაოდენობის აბიტურიენტი ვერ აბარებს საუკეთესო უნივერსიტეტებში. აქედან გამომდინარე, ქვეყანაში კვალიფიციური პროფესიონალების შესამჩნევი ნაკლებობაა, რაც კიდევ უფრო ამყარებს ამ მანკიერ წრეს.

ჩვენს სკოლის მთავარი მიზანი სწორედ ამ წრის გარღვევა და განათლების სისტემის განვითარებაში წვლილის შეტანაა. ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი თავდაჯერებულობა რომ შეგვიძლია მივცეთ საუკეთესო განათლება ჩვენს მოსწავლეებს, რაც მათ საშუალებას მისცემს სწავლა გააგრძელონ მათთვის სასურველ ნებისმიერ უნივერსიტეტში - როგორც ქვეყნის ფერგლებს შიგნით, ისე - მის გარეთ.