თბილისის თავისუფალი ბაღი

თბილისის თავისუფალი სკოლის ბაზაზე 2024 წელს თბილისის თავისუფალი ბაღი გაიხსნა, რომლის სააღმზრდელო პროცესშიც, საბავშვო ბაღის აღმზრდელებთან ერთად, თბილისის თავისუფალი სკოლის პედაგოგებიც არიან ჩართულები. 
თბილისის თავისუფალი ბაღი გთავაზობთ ბავშვის, როგორც აკადემიურ, ისე ფიზიკურ განვითარებაზე ორიენტირებულ, უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს, რომელიც ხელს შეუწყობს ბავშვის სოციალურ, ემოციურ და შემეცნებით განვითარებას და ამზადებს პატარებს სკოლისთვის.

ჩვენთან პატარებს დახვდებათ იზოლირებული, კეთილმოწყობილი გარემო, ტყის მიმდებარე ვრცელი ეზოთი და გასართობი სივრცით.

ბავშვების აღზრდასა და განვითარებაზე მაღალკვალიფიციური, მოტივირებული, გამოცდილი პედაგოგები და აღმზრდელები ზრუნავენ.

ბაღის საფასური 09:00-დან 17:00 საათამდე პერიოდში შეადგენს 3350 დოლარის ექვივალენტს ლარში.
ყოველი დამატებითი ნახევარი საათის ღირებულება წლიურად შეადგენს 210 დოლარს.
თბილისის თავისუფალი ბაღი ფუნქციონირებს 20:00 საათამდე.
ბაღის ღირებულება მოიცავს:
  • 3-ჯერად ჯანსაღ კვებას (18:30 საათამდე დარჩენის შემთხვევაში გათვალისწინებულია 4-ჯერადი კვება)
  • სტანდარტულად 18-20 ბავშვისგან შემდგარ ჯგუფებს
  • ფსიქოლოგთა გუნდის ჩართულობას პატარების ბაღთან ადაპტირების პროცესში
  • საჭიროების შემთხვევაში ბავშვების შაბათ-კვირას მიღებას
  • სასწავლო მასალებს
  • გასვლითი ღონისძიებებს

ბაღში რეგისტრაცია

2024-2025 ან/და 2025-2026 სასწავლო წლისთვის ფრესქულში  დასარეგისტრირებლად გაიარეთ რეგისტრაცია.

15 მიმართულება

2 წლიდან

3350  დოლარიდან

0 კლასი

ფრესქული

თბილისის თავისუფალი სკოლის 0 კლასი (ფრესქული) 4-5 წლის ასაკიდან ამზადებს ბავშვებს სკოლაში სწავლისთვის. ბავშვების აღზრდასა და განვითარებაზე მაღალკვალიფიციური, მოტივირებული და გამოცდილი პედაგოგები და აღმზრდელები ზრუნავენ.

ფრესქულში აღზრდისა და განათლების პროცესები სკოლამდელი განათლების საერთაშორისო გამოცდილებას და საუკეთესო ტრადიციებს ეყრდნობა.

თბილისის თავისუფალი სკოლის 0 კლასი განვითარების 5 სფეროს მოიცავს:

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ 2011 წელს UNICEF-ის მხარდაჭერით მომზადებული „სკოლამდელი განათლების პროგრამის” შესაბამისად, მოსწავლეები ასევე დაკავდებიან სპორტული და შემოქმედებითი აქტივობებით: ცეკვა, დრამა, ხატვა, ძერწვა, სპორტი. აქტივობებს აღსაზრდელები ფსიქოლოგის მუდმივი დაკვირვების ქვეშ განახორციელებენ.

ფრესქულის წლიური საფასური 09:00 – 17:00 საათამდე შეადგენს 4345 ამერიკული დოლარის ექვივალენტს ლარში, გადახდის დღისთვის.  დედმამიშვილის შემთხვევაში სწავლის საფასური მცირდება 5%-ით. 

ყოველი დამატებითი ნახევარი საათის ღირებულება წლიურად შეადგენს 270 დოლარს.

ფრესქულში რეგისტრაცია

2024-2025 ან/და 2025-2026 სასწავლო წლისთვის ფრესქულში  დასარეგისტრირებლად გაიარეთ რეგისტრაცია.

5 მიმართულება

4-5 წლიდან

09:00 – 17:00

4345 დოლარი