- დავით აღმაშენებლის ხეივანი N:240
- info@free.edu.ge
სკოლაში იმართება შეხვედრები სხვადასხვა დარგის მოწვეულ სპეციალისტებთან. მოსწავლეები ეცნობიან პროფესიულ სფეროებს, იღრმავებენ ცოდნას და ივითარებენ კრიტიკულ აზროვნებას.
წელიწადში ორჯერ ეწყობა შემეცნებითი და საგანმანათლებლო ექსკურსიები, რომლებიც ავითარებს თანამშრომლობას, გუნდურ მუშაობას და პოზიტიურ ურთიერთობებს თანატოლებს შორის.
სკოლა წელიწადში სამჯერ სთავაზობს მოსწავლეებს ბანაკებს:
სამსახურის მიზანია, ხელი შეუწყოს მოსწავლეებს კარიერული განვითარებისა და უმაღლესი განათლების მიმართულებით საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციაში. სამსახური:
სკოლაში მუშაობენ ფსიქოლოგები, ფსიქოლოგების კოორდინატორის ხელმძღვანელობით. ფსიქოლოგი ესაუბრება პირველკლასელებს ჩარიცხვამდე და ჩართულია მოსწავლეების ადაპტაციასა და მხარდაჭერაში.
სკოლა მხარს უჭერს მოსწავლეთა ინდივიდუალურ და ჯგუფურ ინიციატივებს: სპორტულ, კულტურულ, შემეცნებით, საგანმანათლებლო თუ სხვა საზოგადოებრივად სასარგებლო აქტივობებს.
როგორ წარვადგინოთ. ნებისმიერ მოსწავლეს ან მოსწავლეთა ჯგუფს შეუძლია სასწავლო წლის ნებისმიერ დროს მიმართოს სკოლის დირექციას, ზეპირად ან წერილობით. წერილობით განაცხადში მიუთითეთ: ინიციატივის სახელწოდება, მოკლე აღწერა, მიზანი, განხორციელების სავარაუდო ვადა, ჩართული პირები და რა სახის მხარდაჭერა გჭირდებათ სკოლისგან (დაფინანსების საჭიროებისას, ბიუჯეტიც).
განხილვა. დირექტორი ინიციატივას განიხილავს 10 სამუშაო დღეში და გადაწყვეტილებას აცნობებს ავტორს; უარის შემთხვევაში, დასაბუთებით. შეფასების კრიტერიუმებია რეალისტურობა, მიზანშეწონილობა და საგანმანათლებლო ღირებულება. უპირატესობა ენიჭება ინიციატივებს, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა აკადემიურ, სოციალურ და ფსიქოლოგიურ განვითარებას, ჯანსაღ ცხოვრების წესს, სამოქალაქო ჩართულობას, ორგანიზაციულ უნარებსა და თვითრეალიზაციას. ინიციატივა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს სკოლის მისიას და ეთიკის ნორმებს.
მხარდაჭერა. მხარდაჭერილ ინიციატივას სკოლა უზრუნველყოფს სივრცით, ტექნიკით და მენტორით, რომელიც მოსწავლეებს ორგანიზებასა და განხორციელებაში ეხმარება. განხორციელებული ინიციატივები წარედგინება სასკოლო ღონისძიებაზე და ქვეყნდება სკოლის ვებგვერდზე.
ბიბლიოთეკა ღიაა სამუშაო დღეებში 11:00–16:30. მოსწავლეებზე წიგნი გაიცემა 2 კვირით, ერთდროულად 3 ერთეულამდე. მომსახურება უფასოა. ელექტრონული კატალოგი: freebiblio.free.edu.ge.
სკოლაში მუშაობს სამედიცინო კაბინეტი ექიმითა და ექთნით: პირველადი სამედიცინო დახმარება, პერიოდული შემოწმება, ქრონიკული დაავადების მქონე მოსწავლეების მეთვალყურეობა და ინფექციების პრევენცია.
დასამატებელია აღწერა
დასამატებელია აღწერა
კლუბის მიზანია, განუვითაროს მოსწავლეებს ინგლისურ ენაზე კომუნიკაციური უნარ-ჩვევები, რაც ძირითადად გულისხმობს მოსწავლეებში ზეპირმეტყველების გაუმჯობესებას. კლუბს ხელმძღვანელობენ მოწვეული მასწავლებლები, რომლებისთვისაც ინგლისური მშობლიური ენაა.
არტ-კლუბში მოსწავლეები ხატავენ, ქმნიან კოლაჟებსა და პლაკატებს და ცდიან შერეულ ტექნიკას, მაგალითად აკვარელსა და პასტელს. თემები კლასიდან კლასამდე რთულდება: პირველ კლასში ფერებით, ცხოველებითა და ზღაპრებით იწყებენ, მეოთხეში კი ეცნობიან ჟანრებს, ცნობილი მხატვრების სტილს და საკუთარ სტილს ეძებენ. კლუბის მიზანია ფანტაზიის, ემოციების გამოხატვისა და გუნდური მუშაობის განვითარება, ხოლო სასწავლო წელი მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენით სრულდება.
STEM კლუბში მოსწავლეები არდუინოს გამოყენებით ელექტრონულ სქემებს აწყობენ: ჯერ tinkercad.com პლატფორმაზე სიმულაციით, შემდეგ კი პრაქტიკულად. ისინი ეცნობიან შუქდიოდებს, ღილაკებს, ძრავებს, სენსორებსა და ეკრანებს და Arduino IDE-ში წერენ პროგრამებს, რომლებიც ამ მოწყობილობებს მართავს. პირველ სემესტრში საფუძვლებს სწავლობენ, მეორეში კი უფრო რთულ სენსორებსა და მოდულებზე გადადიან.
პროგრამირების კლუბში მოსწავლეები CodeHS პლატფორმაზე პროგრამირების საფუძვლებს სწავლობენ რობოტი ძაღლის, Karel-ის დახმარებით. სახალისო ამოცანების ამოხსნისას ისინი ეცნობიან ფუნქციებს, for და while ციკლებს და if/else პირობებს. წლის ბოლოს მოსწავლეები ნასწავლს უფრო რთულ გამოწვევებში იყენებენ.
ბიზნესის საწყისების კლუბი მე-9 კლასის მოსწავლეებს კრეატიულ აზროვნებას და სტარტაპ პროექტის მომზადებას ასწავლის. 13 გაკვეთილის განმავლობაში მოსწავლეები სწავლობენ, როგორ დაინახონ ყოველდღიური პრობლემა ბიზნეს-შესაძლებლობად, განსაზღვრონ მომხმარებელი, შეადგინონ ბიზნეს-მოდელი, მარკეტინგის გეგმა და მარტივი ფინანსური გათვლები. კურსის ბოლოს მოსწავლეები გუნდურად წარადგენენ საკუთარ სტარტაპ იდეას და იღებენ უკუკავშირს.
ინტელექტუალური თამაშების კლუბი კვირაში ერთხელ, 40-წუთიანი მეცადინეობით იმართება. მოსწავლეები გუნდურად თამაშობენ „რა? სად? როდის?“ ტიპის თამაშებს, ხსნიან ლოგიკურ თავსატეხებს და მონაწილეობენ ვიქტორინებში ლიტერატურაზე, ისტორიაზე, კულტურასა და გეოგრაფიაზე. მიზანია ლოგიკური აზროვნების, მეხსიერებისა და გუნდური მუშაობის განვითარება, ხოლო წელი შემაჯამებელი ტურნირით სრულდება.
ფეხბურთის კლუბში მოსწავლეები ეცნობიან თამაშის წესებს და სწავლობენ ბურთის მიღებას, დარტყმას, თავდაცვით პოზიციებსა და მარტივ ტაქტიკას. ვარჯიში წყვილებში, ჯგუფურად და მცირე ფორმატის თამაშებში (3x3 ან 4x4) მიმდინარეობს. კლუბის მიზანია ფიზიკური უნარების, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და გუნდური მუშაობის განვითარება, ხოლო კურსი შიდა ტურნირით სრულდება.
ფრენბურთის კლუბში მოსწავლეები სწავლობენ თამაშის წესებს და ძირითად ტექნიკას: ქვემოდან და ზემოდან გადაცემას, ბურთის ჩაწოდებას, შეტევით დარტყმასა და ბლოკს. ისინი თამაშობენ მცირე ფორმატის მატჩებს, ეცნობიან მარტივ ტაქტიკას და თავადაც ცდიან მსაჯის როლს. კლუბის მიზანია ფიზიკური უნარების, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და გუნდური მუშაობის განვითარება, ხოლო კურსი შიდა ტურნირით სრულდება.
ჭადრაკის კლუბში ბავშვები ჭადრაკს კედლის მაგნიტური დაფის, ბეჭდური სავარჯიშოებისა და პატარა ინდივიდუალური დაფების დახმარებით სწავლობენ, ამიტომ თეორიას თავიდანვე პრაქტიკული თამაში ახლავს. პირველ კლასში ეცნობიან დაფას, ფიგურებსა და მათ სვლებს, ქიშს, შამათს, როქს და პარტიის დაწყების წესებს, მეორე კლასში კი ნასწავლს იმეორებენ და გადადიან შამათზე ორ სვლაში, გაცვლის შეფასებაზე, საკუთარი პარტიის ანალიზსა და ენდშპილის საწყისებზე. ორივე წელი კლასის მინი ტურნირით სრულდება.