Skip to main content

თავისუფალი სკოლა

თბილისის თავისუფალ სკოლაში მოლის საერთაშორისო დღე შემეცნებითი და პრაქტიკული აქტივობებით აღინიშნა. მოსწავლეებმა ქიმიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცნება, „მოლი“, განსხვავებული გზებით შეისწავლეს და ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენეს.

პროექტზე მუშაობისას მოსწავლეებმა დაამზადეს ავოგადროს რიცხვის ვიზუალიზაციის სასწავლო რესურსები, შექმნეს საგანმანათლებლო თამაში „მოლოპოლი“ და თემატური პოსტერები. მათ ასევე ჩაატარეს დემონსტრაციები, რომლებითაც აჩვენეს, რამდენად დიდი რაოდენობის ნაწილაკს შეესაბამება ნივთიერების ერთი მოლი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი გარემო, სადაც თეორიული ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებას უკავშირდება.

ფოტოები და ვიდეო სკოლის ფეისბუქ-გვერდზე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *