რატომ თავისუფალი სკოლა

Screenshot 2021-07-24 180246

უსაფრთხოება და ინფრასტრუქტურა

სკოლა მთლიანად არის აღჭურვილი თანამედროვე ინფრასტრუქტურით, რაც უზრუნველყოფს მოსწავლეების სრულ კომფორტს, უსაფრთხოებასა და მაღალი დონის განათლების მიღებას. სკოლა მაქსიმალურად აღჭურვილია კამერებით. ამასთან, სკოლას ჰყავს წესრიგის მენეჯერებისა და ფსიქოლოგების გუნდები, რომლებიც შესაბამისად ზრუნავენ მოსწავლეების ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებაზე.

Screenshot 2021-07-24 180100

სუფთა და ჯანსაღი გარემო

თბილისის თავისუფალი სკოლა მდებარეობს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის ტერიტორიაზე, ქალაქის ხმაურისა და გამონაბოლქვისგან მოშორებით. მოსწავლეები დღის უმეტეს ნაწილს ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში ატარებენ. სკოლის გარე ინფრასტუქტურა საშუალებას აძლევს ყველა ასაკის მოსწავლეს, დასვენების დრო გაატაროს მისთვის საინტერესო და სასიამოვნო გარე აქტივობით. სკოლის გარე სივრცეებში მოწყობილია ღია და დახურული საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნები, საბავშვო სათამაშო მოედანი, გამწვანებული მოსასვენებელი სივრცეები, ფანჩატური და ა.შ. ღია ფანჩატური კი მზიან ამინდში გაკვეთილების სუფთა ჰაერზე ჩატარების საშუალებასაც იძლევა.

ობიექტური შეფასება

მოსწავლეთა მაქსიმალური სიზუსტითა და ობიექტურობით შეფასება თავისუფალი სკოლის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია.  ბუნებრივია, ეს არ გულისხმობს დაბალი შეფასებისკენ მიდრეკილებას, ან მოტივაციის დაცემას, პირიქით - ზუსტი და ობიექტური შეფასება მოსწავლესაც და მშობელსაც საშუალებას აძლევს სწავლის ნებისმიერ მომენტში ზუსტად იცოდნენ საკუთარი აკადემიური მოსწრების დონე, რათა დროულად მოხდეს შედეგების გაუმჯობესება.

განათლების ხარისხი

ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ამბიცია, რომ შეგვიძლია ჩენს მოსწავლეებს მივცეთ საუკეთესო ხარისხის განათლება საქართველოში (და არა მარტო). ამის საფუძველს გვაძლევს:

  • თავისუფალი უნივერსიტეტის ტრადიციები, რომლის ბაზაზეც არის დაფუძნებული ჩვენი სკოლა
  • სკოლის დამფუძნებელი და მმართველი გუნდის მრავალწლიანი გამოცდილება განათლების სფეროს საუკეთესო დაწესებულებებში მსოფლიოს მასშტაბით, როგორებიცაა: თავისუფალი უნივერსიტეტის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მაღალრეიტინგული ფაკულტეტის - მატემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების სკოლის დაარსებისა და მართვა; სკოლის დირექტორის, MACS-ის სკოლის დეკანის, პროფესორ ამირან ამბროლაძის მრავალწლიანი პედაგოგიური და სამეცნიერო გამოცდილება შვედეთისა და ინგლისის წამყვან უნივერსიტეტებში; სკოლის დირექტორის მოადგილის, თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორ ალექსანდრე მოსიძის 30 წლიანი პედაგოგიური და ადმინისტრაციული საქმიანობის გამოცდილება ESM-ის დარსების პირველივე დღიდან და სხვა.
  • მაღალკვალიფიციური პედაგოგები, რომლებიც შეირჩევიან მრავალსაფეხურიანი გასაუბრებების შედეგად. სრული დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენთან ქვეყნის მხოლოდ საუკეთესო პედაგოგები თანამშომლობენ - ამას უზრუნველყოფს როგორც მიღების წინაპირობები (სხვადასხვა ტიპის ჩაღრმავებული ტესტირება და გასაუბრებები), ასევე პერიოდული მონიტორინგი ადმინისტრაციის მხრიდან და ღირსეული ანაზღაურება.
Screenshot 2021-07-24 142037

გაძლიერებული მიმართულებები

ჩვენ გვჯერა, რომ ბავშის სწორი და სრულფასოვანი ინტელექტურალური განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა ბალანსია. სწორედ ამიტომ, ჩვენ თანაბრად ვაძლიერებთ ტექნიკურ და ჰუმანიტარულ მიმართულებებს: მათემატიკა, პროგრამირება, ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა. აღნიშნული მიდგომა მოსწავლეებს საშუალებას აძლევს საფუძვლიანად გაერკვნენ თავიანთ სიძლიერეებსა თუ სისუსტეებში, სწორად განავითარონ თავიანთი შესაძლებლობები და მიაღწიონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმს.