სკოლის ხედვა

თავისუფალი სკოლა

სკოლის ხედვა და მიზანი

მაღალი ხარისხის განათლება ყოველთვის იყო და იქნება ჩვენი სკოლის განმასხვავებელი ნიშანი. სკოლის მთავარი მისიაა მოსწავლეებისთვის დაწყებითი, საბაზო და საშუალო განათლების მისაღებად საქართველოში საუკეთესო გარემოს შექმნა.

ბავშვების სწორი და ჰარმონიული განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობა ბალანსია. სწორედ ამიტომ ჩვენ ერთდროულად ვაძლიერებთ როგორც ტექნიკურ, ასევე ჰუმანიტარულ მიმართულებებს: მათემატიკა, პროგრამირება, ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა.

ჩვენი მთავარი ამოცანაა, მოსწავლეები თანაბრად მოვამზადოთ მაქსიმალური წარმატებისთვის, როგორც აკადემიურ სფეროში, ისე ცხოვრებისეულადაც. აქედან გამომდინარე, სკოლის მიზანია, საგნებისა და დამატებითი აქტივობების საშუალებით, მოსწავლისთვის თავისუფალ აზროვნებაზე დაფუძნებული იმ ღირებულებების ჩამოყალიბება, რომლებიც გარემოში ადაპტაციისა და ცხოვრებისეული პრობლემების შემოქმედებითად გადაწყვეტის საშუალებას იძლევა. ამასთან, ჩვენს სკოლაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ცხოვრების ყველა ეტაპზე საჭირო უნარჩვევების გამომუშავებას, როგორებიცაა: საკუთარ ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის ჩვევები, დამოუკიდებელი სწავლის უნარი, შრომისუნარიანობა და სხვა.