Skip to main content

თავისუფალი სკოლა

სასკოლო დოკუმენტაცია

სკოლის სტრუქტურა

მისია, ხედვა, ღირებულებები

მარეგულირებელი აქტები

საგანმანათლებლო პროგრამა

სკოლა ახორციელებს ზოგადი განათლების სამივე საფეხურის პროგრამას ეროვნული სასწავლო გეგმის საფუძველზე. მოსწავლეთა შეფასება 10-ქულიანი სისტემითაა.

დაწყებითი საფეხური (I–VI კლასები). მიზანია წიგნიერებისა და მათემატიკური უნარების საფუძვლის ჩაყრა და სწავლისადმი დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება. სწავლება მოიცავს ტექნოლოგიებს, მათ შორის ვიზუალურ პროგრამირებას; V–VI კლასებში ემატება მეორე უცხოური ენა. I–IV კლასებში შეფასება განმავითარებელია, V–VI კლასებში ემატება ნიშანი. სავალდებულო კლუბებია ციფრული სამყარო, რობოტიკა და ლიტერატურის კლუბი; მოქმედებს გახანგრძლივებული დღე 18:00-მდე.

საბაზო საფეხური (VII–IX კლასები). მიზანია ფუნქციური ცოდნის, დამოუკიდებლობისა და სამოქალაქო ცნობიერების განვითარება. მოსწავლეებს სთავაზობენ ნებაყოფლობით კლუბებს (მათ შორის STEM, პროგრამირება, გრაფიკული დიზაინი) და მათემატიკის დამატებით გაკვეთილებს; IX კლასში იწყება კარიერული ორიენტაცია.

საშუალო საფეხური (X–XII კლასები). მიზანია ცოდნის ინტეგრირება და კარიერული თვითგამორკვევა. ამ საფეხურზე ისწავლება მესამე უცხოური ენა. შემაჯამებელი დავალებები შემოქმედებითი ან პროექტზე დაფუძნებულია და ფასდება წინასწარ ცნობილი რუბრიკით. დამატებით: SAT MATH, SAT Verbal, Calculus და STEM.

სტრატეგიული და სამოქმედო გეგმები

გეგმების შესრულების შედეგები

ფინანსური მდგრადობა

სკოლის ფინანსური რესურსების მართვა ხორციელდება ფინანსური რესურსების მართვის პოლიტიკის შესაბამისად. სკოლის წლიური ფინანსური ანგარიშგება ყოველწლიურად ქვეყნდება ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ვებგვერდზე reportal.ge (საიდენტიფიკაციო კოდი: 405234438).

გასაჩივრების მექანიზმები

სკოლას განცხადებით ან საჩივრით შეუძლია მიმართოს ნებისმიერ მოსწავლეს, მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, სკოლის თანამშრომელს და სხვა დაინტერესებულ პირს. საჩივარი განიხილება ობიექტურობის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპით; განხილვაში ვერ მონაწილეობს პირი, რომელსაც აქვს პირადი ინტერესი.

როგორ წარვადგინოთ. წერილობით, ქართულ ენაზე. მშობელი საჩივარს აგზავნის ხელშეკრულებაში მითითებული ელ-ფოსტიდან მისამართზე info@free.edu.ge, ან მატერიალური სახით აბარებს მშობლებთან ურთიერთობის მენეჯერს. განცხადება უნდა შეიცავდეს: განმცხადებლის ვინაობას, მისამართს და ტელეფონს; მოთხოვნას და მის საფუძვლად არსებულ გარემოებებს; გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასახელებას (საჩივრის შემთხვევაში); თარიღს, ხელმოწერას და დართული დოკუმენტების ჩამონათვალს.

ვადები:

  • საჩივარი უფლების დარღვევაზე (მოსწავლე, მშობელი, თანამშრომელი): 10 სამუშაო დღე დარღვევის შესახებ შეტყობისას;
  • გამოცდის შედეგების გასაჩივრება (საშემოდგომო, ექსტერნი, სემესტრული): 2 სამუშაო დღე შედეგების გაცნობიდან;
  • შეხვედრის მოთხოვნა მოსწავლის მიმართ გამოცემულ ბრძანებაზე: 10 სამუშაო დღე ბრძანების გაცნობიდან;
  • სკოლის პასუხი განცხადებაზე: 10 სამუშაო დღე;
  • სკოლის პასუხი საჩივარზე: 1 თვე (შეიძლება გაგრძელდეს 1 თვით, დასაბუთებით);
  • მასწავლებლის კონკურსის შედეგების განხილვა საპრეტენზიო კომისიის მიერ: 5 სამუშაო დღე.

სკოლის პასუხი დასაბუთებულია და იცნობება იმავე ფორმით, რა ფორმითაც საჩივარი შემოვიდა. სკოლის გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მედიაცია. მოსწავლეთა შორის კონფლიქტი შეიძლება მოგვარდეს მედიაციით. მედიატორის როლს ასრულებს კლასის დამრიგებელი, მშობლების და, საჭიროების შემთხვევაში, სკოლის ფსიქოლოგის ჩართულობით. მედიატორი მიუკერძოებელია და იცავს კონფიდენციალურობას. პროცესი მოიცავს საერთო შეხვედრას, დისკუსიას, საჭიროებისას ინდივიდუალურ გასაუბრებას და დასკვნით ეტაპს; მიზანია, მოსწავლეებმა თავად იპოვონ კომპრომისული გამოსავალი.

არქივი