თბილისის თავისუფალი სკოლა გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!
ჩვენმა პირველკლასელებმა სასკოლო ცხოვრების პირველი ნაბიჯები გადადგეს. სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის შემეცნებითად და აქტიურად წარიმართა: პატარებმა მასწავლებლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს გაცნობით თამაშებსა და სპორტულ აქტივობებში და იხალისეს ანიმაციურ პერსონაჟებთან ერთად.
წინ ახალი თავგადასავლებითა და წარმატებებით სავსე სასწავლო წელია.