თბილისის თავისუფალი სკოლა ზედიზედ მეორედ გახდა STEM ოლიმპიადის გამარჯვებული საქართველოს მასშტაბით.
კონკურსი ორი მიმართულებით მიმდინარეობდა: ძირითადი ლიგა და ფიზიკა-მათემატიკური სკოლების ლიგა. ჩვენი სკოლის გუნდმა ქულების დიდი უპირატესობით გადაუსწრო ფიზიკა-მათემატიკური სკოლების ლიგის გამარჯვებულ გუნდსაც.
კონკურსი საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის მიერ იყო ორგანიზებული და სამ ეტაპად ჩატარდა.