თბილისის თავისუფალ სკოლაში მოსწავლეები მიიღებიან I–XII კლასებში და ფრესქულში (0 კლასი).
სკოლა გთავაზობთ:
- გაძლიერებულ სწავლებას მათემატიკაში, პროგრამირებაში, ინგლისურსა და ქართულ ენასა და ლიტერატურაში;
- სტანდარტულად 18 მოსწავლისგან შემდგარ კლასებს;
- გაძლიერებულ საგნებში მოსწავლეების მიზნობრივ ჯგუფებად დაყოფას;
- გახანგრძლივებულ სწავლებას 20:00 საათამდე, სადაც აკადემიურთან ერთად შესაძლებელია სპორტული ან სახელოვნებო აქტივობების არჩევა;
- ფსიქოლოგთა გუნდის ჩართულობას მოსწავლის ადაპტაციის პროცესში.
სკოლა მდებარეობს კახა ბენდუქიძის კამპუსში. სკოლის დათვალიერება შესაძლებელია ვირტუალურად ან ადგილზე, წინასწარ შეთანხმებით.
რეგისტრაციისა და პირობების შესახებ იხილეთ გვერდი მიღება. დამატებითი ინფორმაცია: 598 99 00 33, registration@free.edu.ge (სამუშაო დღეებში, 09:00–16:00).