თბილისის თავისუფალ სკოლაში პროფესიული ორიენტაციის შეხვედრები გრძელდება. მათი მიზანია, აბიტურიენტებმა მათთვის საინტერესო სფერო პრაქტიკოსების გამოცდილებიდან გაიცნონ და მომავალი პროფესია გააზრებულად აირჩიონ.
ამჯერად ჩვენი სტუმარი კარდიოქირურგი მიხეილ მეტრეველი იყო. მან მოსწავლეებს საკუთარი პროფესიული გზა გააცნო და უამბო, როგორია ექიმის ყოველდღიური საქმიანობა. საუბარი შეეხო პროფესიის გამოწვევებსა და დადებით მხარეებს, ასევე იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ექიმის გადაწყვეტილებებს ახლავს.
შეხვედრაზე აბიტურიენტებმა სტუმარს მათთვის საინტერესო კითხვები დაუსვეს და პასუხები უშუალოდ პრაქტიკოსი ექიმისგან მიიღეს.