თბილისის თავისუფალ სკოლაში ტრადიციად ქცეული უფროსკლასელთა ორდღიანი ექსკურსია ამჯერად კახეთში მოეწყო. კარვებში ღამისთევა და ბუნებასთან უშუალო კონტაქტი მოსწავლეებს დამოუკიდებლობას, გუნდურ პასუხისმგებლობასა და ერთმანეთზე ზრუნვას აჩვევს.
მოგზაურობა რთველით დაიწყო, სადაც მოსწავლეებმა თავად მიიღეს მონაწილეობა ყურძნის კრეფაში. დღე კულინარიული მასტერკლასებით გაგრძელდა: მოსწავლეებმა ჩურჩხელები ამოავლეს და ხაჭაპურები გამოაცხვეს. საღამოს, კოცონის ირგვლივ, სამაგიდო თამაშები, სიმღერა და ცეკვა გაიმართა.