კურსდამთავრებულის ლექცია STEM ბანაკში

STEM ბანაკში განსაკუთრებულ სტუმარს ვუმასპინძლეთ. ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულმა, თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტმა, ნიკო ხარშილაძემ, ბანაკის მონაწილეებს ლექცია ჩაუტარა თემაზე „როგორ მუშაობს დენი?“. შეხვედრის მეორე ნაწილი სახალისო და ინტერაქციულ ვიქტორინას დაეთმო, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესითა და ენთუზიაზმით ჩაერთნენ. განსაკუთრებით გვახარებს, როცა ჩვენი კურსდამთავრებულები ახალი ცოდნითა და გამოცდილებით ბრუნდებიან და მას უმცროს მეგობრებს უზიარებენ. ფოტოები და ვიდეო სკოლის […]
პროფესიული ორიენტაციის შეხვედრა კარდიოქირურგთან

თბილისის თავისუფალ სკოლაში პროფესიული ორიენტაციის შეხვედრები გრძელდება. მათი მიზანია, აბიტურიენტებმა მათთვის საინტერესო სფერო პრაქტიკოსების გამოცდილებიდან გაიცნონ და მომავალი პროფესია გააზრებულად აირჩიონ. ამჯერად ჩვენი სტუმარი კარდიოქირურგი მიხეილ მეტრეველი იყო. მან მოსწავლეებს საკუთარი პროფესიული გზა გააცნო და უამბო, როგორია ექიმის ყოველდღიური საქმიანობა. საუბარი შეეხო პროფესიის გამოწვევებსა და დადებით მხარეებს, ასევე იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ექიმის გადაწყვეტილებებს ახლავს. შეხვედრაზე […]
მოლის საერთაშორისო დღე თავისუფალ სკოლაში

თბილისის თავისუფალ სკოლაში მოლის საერთაშორისო დღე შემეცნებითი და პრაქტიკული აქტივობებით აღინიშნა. მოსწავლეებმა ქიმიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცნება, „მოლი“, განსხვავებული გზებით შეისწავლეს და ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენეს. პროექტზე მუშაობისას მოსწავლეებმა დაამზადეს ავოგადროს რიცხვის ვიზუალიზაციის სასწავლო რესურსები, შექმნეს საგანმანათლებლო თამაში „მოლოპოლი“ და თემატური პოსტერები. მათ ასევე ჩაატარეს დემონსტრაციები, რომლებითაც აჩვენეს, რამდენად დიდი რაოდენობის ნაწილაკს შეესაბამება ნივთიერების ერთი მოლი. ჩვენთვის […]
უფროსკლასელთა ორდღიანი ექსკურსია კახეთში

თბილისის თავისუფალ სკოლაში ტრადიციად ქცეული უფროსკლასელთა ორდღიანი ექსკურსია ამჯერად კახეთში მოეწყო. კარვებში ღამისთევა და ბუნებასთან უშუალო კონტაქტი მოსწავლეებს დამოუკიდებლობას, გუნდურ პასუხისმგებლობასა და ერთმანეთზე ზრუნვას აჩვევს. მოგზაურობა რთველით დაიწყო, სადაც მოსწავლეებმა თავად მიიღეს მონაწილეობა ყურძნის კრეფაში. დღე კულინარიული მასტერკლასებით გაგრძელდა: მოსწავლეებმა ჩურჩხელები ამოავლეს და ხაჭაპურები გამოაცხვეს. საღამოს, კოცონის ირგვლივ, სამაგიდო თამაშები, სიმღერა და ცეკვა გაიმართა. ფოტოები […]
საშემოდგომო STEM ბანაკი

STEM განათლების მხარდაჭერა თბილისის თავისუფალი სკოლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რასაც ჩვენი მოსწავლეების წარმატებები ადასტურებს: სკოლა ზედიზედ ორჯერ გახდა STEM ოლიმპიადის გამარჯვებული. საშემოდგომო არდადეგებზე, ტრადიციულად, სკოლა STEM ბანაკს მართავს. ბანაკი 12-დან 15 ნოემბრამდე ცემში, სასტუმრო „განთიადში“ ჩატარდა და I–XI კლასის მოსწავლეებისთვის იყო განკუთვნილი. მოსწავლეებს ელოდათ პროექტები, პრაქტიკული ექსპერიმენტები და მოწვეული სტუმრები. ბავშვებზე სკოლის აკადემიური და ადმინისტრაციული […]
ახალი სასწავლო წლის დაწყება

თბილისის თავისუფალი სკოლა გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! ჩვენმა პირველკლასელებმა სასკოლო ცხოვრების პირველი ნაბიჯები გადადგეს. სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის შემეცნებითად და აქტიურად წარიმართა: პატარებმა მასწავლებლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს გაცნობით თამაშებსა და სპორტულ აქტივობებში და იხალისეს ანიმაციურ პერსონაჟებთან ერთად. წინ ახალი თავგადასავლებითა და წარმატებებით სავსე სასწავლო წელია. ფოტოები და ვიდეო სკოლის ფეისბუქ-გვერდზე
ჩვენი კურსდამთავრებულების შედეგები

ვულოცავთ ჩვენს ორმოცივე კურსდამთავრებულს წარმატებულ სტუდენტობას. 13-მა კურსდამთავრებულმა ამერიკისა და ევროპის 47 უნივერსიტეტისგან დაფინანსებები და სტიპენდიები მოიპოვა; 11 მათგანი სწავლას თავისუფალ უნივერსიტეტში, 3 კი აგრარულ უნივერსიტეტში აგრძელებს; 21-მა მათგანმა ეროვნულ გამოცდებზე სხვადასხვა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით სკოლის მასწავლებლებსა და კარიერის დაგეგმვის სამსახურს. ფოტოები და ვიდეო სკოლის ფეისბუქ-გვერდზე
გამარჯვებები ოლიმპიადა „მოაზროვნეზე“

თბილისის თავისუფალი სკოლის მოსწავლეებმა ოლიმპიადა „მოაზროვნის“ ორივე სეზონზე წარმატებას მიაღწიეს. შემოდგომის სეზონზე სხვადასხვა კატეგორიაში საპრიზო ადგილები მოიპოვეს და II და III ხარისხის მედლებით დაჯილდოვდნენ: მართა ვეშაპიძე, გიორგი კევლიშვილი, გურამ კვინიკაძე, ლუკა სახელაშვილი, ნიკოლოზ ალშიბაია, ალექსანდრე ალშიბაია, გიორგი გონაშვილი და ირაკლი გოცირიძე. გაზაფხულის სეზონზე I ადგილი დაიკავეს ქეთა ბაღაშვილმა, ნიკოლოზ ალშიბაიამ და ალექსანდრე ალშიბაიამ. ფოტოები და […]
თავისუფალი სკოლა ზედიზედ მეორედ გახდა STEM ოლიმპიადის გამარჯვებული

თბილისის თავისუფალი სკოლა ზედიზედ მეორედ გახდა STEM ოლიმპიადის გამარჯვებული საქართველოს მასშტაბით. კონკურსი ორი მიმართულებით მიმდინარეობდა: ძირითადი ლიგა და ფიზიკა-მათემატიკური სკოლების ლიგა. ჩვენი სკოლის გუნდმა ქულების დიდი უპირატესობით გადაუსწრო ფიზიკა-მათემატიკური სკოლების ლიგის გამარჯვებულ გუნდსაც. კონკურსი საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის მიერ იყო ორგანიზებული და სამ ეტაპად ჩატარდა. ფოტოები და ვიდეო სკოლის ფეისბუქ-გვერდზე
თავისუფალ სკოლაში მიღება გრძელდება

თბილისის თავისუფალ სკოლაში მოსწავლეები მიიღებიან I–XII კლასებში და ფრესქულში (0 კლასი). სკოლა გთავაზობთ: გაძლიერებულ სწავლებას მათემატიკაში, პროგრამირებაში, ინგლისურსა და ქართულ ენასა და ლიტერატურაში; სტანდარტულად 18 მოსწავლისგან შემდგარ კლასებს; გაძლიერებულ საგნებში მოსწავლეების მიზნობრივ ჯგუფებად დაყოფას; გახანგრძლივებულ სწავლებას 20:00 საათამდე, სადაც აკადემიურთან ერთად შესაძლებელია სპორტული ან სახელოვნებო აქტივობების არჩევა; ფსიქოლოგთა გუნდის ჩართულობას მოსწავლის ადაპტაციის პროცესში. სკოლა მდებარეობს […]